• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცზე მეტი ნაცობა ნაცობაზე უარესია… დაგეგმილი აქვთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
16:10 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ.

ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ ახლაც გრძელდება.

ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში  აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება.

კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად.

გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ორი დღის განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში მიდის მსგავსი ქმედებები. მაგალითად, გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ მთელი დღე, გუშინ საღამოს და დღეს მთელი დღის განმავლობაში მიდის კამპანია იმის შესახებ, თითქოს პირადად მე ვისაუბრე მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლამდე ჩანაწერებზე და თითქოს არ გამიმახვილებია ყურადღება ამის შემდეგ ჩანაწერების შესაძლო არსებობაზე. პატივცემული ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ორჯერ გავიმეორე იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ ასეთი ვინმემ ჩაიწერა, გაავრცელა, დაამონტაჟა, მისი ფაბრიკაცია გაავრცელა და. ა.შ,, ამის შესახებ მალე იქნება გარკვეული, ცნობილი და ისიც ვუთხარი ერთერთი ტელეარხის ჟურნალისტს, რომ ეს მათ ძალიან არ მოეწონებათ. დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ  ჩვენი ინფორმაციით და ვარაუდით, ეს სწორედ მათი თანამზრახველების მიერ შეიძლება იყოს გაკეთებული.

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მართლაც არის რაღაც ინფორმაცია, ტყუილი და მართალი ერთმანეთში ერევა, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე კვირის წინ მთავარი არხის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული ცნობები, სადაც ასე იყო ტყუილი და მართალი ერთმანეთში არეული. იყო ერთი რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია, შემდეგ მისი ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, როგორც კი ცოტა რეალურ ინფორმაციას გაახმოვანებენ და გაასაჯაროებენ, შეუძლიათ ათი ტყუილი დაამატონ იმისათვის, რომ ამ დანარჩენ ტყუილებს სანდოობა შესძინონ ხოლმე. სწორედ ეს არის ფაბრიკაცია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

დავამატებ მხოლოდ ერთს – ნაცზე მეტი ნაცობა ნაცობაზე უარესია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. სამწუხაროდ, ტელეკომპანია ტვ პირველი, „პერვი კანალი“ უარესს აკეთებს ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე მთავარი არხი. წარმოიდგინეთ, რა დონეზე გავიდნენ. მაგალითად, ისინი პირადად ჩემს გუშინდელ კომენტარში მალავენ იმ ნახევარს, რომლის მიხედვითაც მე შესაძლებლობა არ გამოვრიცხე სხვა ჩანაწერებისა, ვიდრე საუბარი იყო 2012 წლამდე ჩანაწერებზე. გულწრფელად აღშფოთებული და მართალი ადამიანები ასე არ იქცევიან. 

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved