• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NASA Space Apps Challenge 2023 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:09 10-09-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

 

  • „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ რჩეული მონაწილე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge 2023-ის მხარდამჭერი იყო. ორდღიანი ჰაკათონის შემდეგ კომპანიამ საკუთარი  რჩეული გამოავლინა და გუნდი BASE 2 სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

NASA-ს ჰაკათონი მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს, მათ კი თემაზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უწევთ მუშაობა. 2023 წელს მთავარ თემად Explore Open Science Together შეირჩა. ამჯერად მონაწილეებს დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათ გამოსავლის მოძებნა.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის სტრატეგიის ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით შექმნას უკეთესი გარემო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც”, რა თქმა უნდა, უერთდება ტოიოტას გლობალურ ხედვას. ყოველთვის მივესალმებით ინოვაციურ იდეებს და აღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ, რათა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ძალიან საინტერესო ორდღიანი ჰაკათონის მომსწრეები ვიყავით. ჩვენი რჩეული კი გახდა გუნდი BASE 2. მათ ვიდეო თამაშით კარგად აჩვენეს თუ როგორი მნიშვნელოვანი რესურსია წყალი. გვჯერა, წარმოდგენილი იდეები ძალიან მალე განხორციელდება და წვლილს შეიტანს უკეთესი სამყაროს შექმნაში“.

Toyota-ს გლობალური ხედვით, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემები ინოვაციური იდეებითა და ახალი ტექნოლოგიებით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA Space Apps Challenge-იც, რათა აღმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან.

Toyota-ს გლობალური სტრატეგია, Going Beyond, რომლის მიზანიც უკეთესი სამყაროს შექმნაა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროდუქტის შექმნას გულისხმობს, რომელიც  მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და ადამიანებს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში ცხოვრების საშუალებას მისცემს.

წლევანდელი გლობალური ჰაკათონი, რომელიც ერთდროულად 225-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობდა, NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა.

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, ჰაკათონში ჯამში 100 ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა და 20 ზე მეტი მონაწილე გუნდი შეიკრა. NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

—

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა” „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved