• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ კახეთის ახალი მაგისტრალის ასაშენებლად მიწის ექსპროპრიაციის განკარგულება გამოსცა

ალია ავტორი - ალია
16:17 07-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
616

საქართველოს მთავრობა კახეთში ახალ 4-ზოლიან მაგისტრალს აშენებს. პროექტისთვის 538 მილიონი ლარის ღირებულების სამი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, რაც საგარეჯომდე 35.2 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ გზის შემდეგი 17-კილომეტრიანი მონაკვეთისთვის 295 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელმაც მაგისტრალი საგარეჯოდან ბადიაურამდე უნდა გააგრძელოს.

პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ამ გზისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად მიწების ექსპროპრიაციას გულისხმობს.

ბრძანების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვერ მიაღწია მოლაპარაკებას კონკრეტულ მიწის მესაკუთრეებთან, რის გამოც, სახელმწიფო მათ უძრავ ქონებას ექსპოპრეაციის გზით მიიღებს. საუბარია 2,875 კვადრატული მეტრის უძრავი ნაკვეთის ექსპროპრიაციაზე.

კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე არსებული კონტრაქტები ასე ნაწილდება:

1) თბილისი-ვაზიანის შემოვლითი 3.7 კილომეტრის სიგრძის მშენებლობის ტენდერში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.

2) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.

3) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის  ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.

 

წყარო : ბიზნეს–მედია.

თეგები: ახალი მაგისტრალიკახეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved