• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვიკრებ ძალას და დავწერ… გული მერევა იმ ფლირტებზე…” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
03:20 07-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
576

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“რადგანაც ჩემი წინა ნაწერი ბუნდოვანი გამოდგა (რაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახლა) , მოვიკრებ ძალას და დავწერ ხელახლა.
ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ.


შეიძლება ვინმეს არაგულწრფელად მოეჩვენოს ნებისმიერი რამ რასაც ახლა ვიტყვი – რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ნათქვამი ბოდიში და ა.შ. ეს რეპუტაცია მე ჩემი საქმის საკეთებლად მჭირდებოდა, საქმის რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმიანობა შევაჩერო ყველა სფეროში – შევხვდე ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ორგანიზაციას, ფემინისტურს თუ სხვას – ვინც კომპეტენტურია. მოვუსმინო, ვუპასუხო და გადავწყვიტო.
და კიდევ – მე თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვწერ ამ ყველაფერს, ცხადია, დიდი ტანჯვით და ტკივილით – ვაღიარებ – რადგან არ ვიყავი ჩვეული ამგვარ მდგომარეობას და რომ არ ვიყავი, ესეც ჩემი ნარცისისზმის ბრალია. მსხვერპლი არ ვარ და ამიტომაც, თქვენ, ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ არცერთი ქალი, ვინც აქ რამეს დაწერს.”

კომენტარებში წერენ:

“ძალიან ნათელი იყო წინა პოსტიც, უბრალოდ კომენტარები არ მოგეწონათ, ისევ არანაირი გულწრფელობა და ნუთუ ერთი საათის მერეც ვერ არჩევთ ფლირტს შევიწროებისგან?”

“ნუ ჯავრობ, სადაც საზოგადოებამ ბასილაშვილს აპატია ძალადობა, შენც გაპატიებს ფლირტებს, მთავარია, რამე მაგარი მოხდეს, ვთქვათ, ნობელი აიღო”

“ბოტი ჩააშენე, ბოტი,შენ ნაცვლად იმართლოს თავი.”

“ძალიან მტკივნეული იქნება მაგ მორალური ოლიმპოდან ვარდნა, ეჭვი მაქვს რომ ქართული #metoo დააანონსეთ.”

“იმ ფლირტებზე” გული მერევაო? ფლირტზე გული რატომ უნდა აგერიოს ? “

“მე მაინც, ყველაზე მეტად ეს მომწონს – “ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონიათ ”

“ბატონო გიორგი ფლირტით და ბღლარძუნით ქალებს ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ(შესაძლო) ტკივილს ვერ მიაყენებდით, ამიტომ შეწყვიტეთ ამ იაფფასიანი გზით საკუთარი თავის “გაპრავება”.

წარმოუდგენელ ისტორიებს წერენ ქალები სოციალურ ქსელში, საგანგაშოა ეს ყველაფერი. ყველა ქალსა და არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კეკელიძის მხრიდან შევიწროვებას მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და გვერდში დავუდგეთ. იცოდეთ რომ მარტო არ ხართ.

თქვენგან ასეთ რამეს ბატონო გიორგი ვერ წარმოვიდგენდი, წლების მანძილზე საჯარო სივრცეში ლექციებს ატარებდით თავისუფლების, თანასწორობის იდეებზე, ევროპულ ფასეულობებზე, ქალთა უფლებების გაძიერებაზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე. და თურმე ამის მიღმა ქალების უფლებებს ლახავდით, როგორც თქვენ აცხადებთ ტკივილს(შესაძლო) აყენებდით. ძალიან ძალიან სამწუხაროა რბილად რომ ვთქვა.”

“ზუსტად იგივეს წერთ რაც წინა პოსტში და იქ ჩემს კომენტარზე ლაიქების რაოდენობა არ მოგწონდათ რომ წაშალეთ? და ახლა ხალხს აჯერებთ რომ მონანიებაში გადავარდით და თან ამბობთ ფლირტი იყოო და ანუ ეს გოგოები დებილებად გამოგყავთ, რომ ფლირტი და შევიწროება ვერ გაურჩევიათ ?”

“აი მტყუანს შე@@@ი რაც ძალადობრივი არაფერი ჩაგიდენია.”

“ყველაზე, ყველაზე, ყველაზე კაი კაცი ხარ, შენ!..არაფერიც არ ვიცი, მაგრამ ამ პოსტმა მიმახვედრა, რომ ადამიანი რა თანამდებობაზეც არუნდა იყოს, მისი გულწრფელობა ყველაზე დიდი სტატუსია…”

“არც ეს პოსტი ვარგა. შემდეგი!”

“სირცხვილიც კია, კაცმა ქალის ნაცვლად წეროს ამ ქვეყანაში, როცა სხვა ყველაფერს ქალი აკეთებს კაცის ნაცვლად…” – გიორგი კეკელიძე
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved