• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსმა“ შემოიტანა

ალია ავტორი - ალია
18:14 08-17-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

პირველად საქართველოში, „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის ახალი თაობის ეკომეგობრული, ჰიბრიდული ძრავის ზეთი შემოიტანა. ეს არის NGEN კლასის პირველი ძრავის ზეთი, რომელიც მდგრადობასა და მაღალფუნქციურობას აერთიანებს.

MOTUL-ი მსოფლიო დონის ფრანგული კომპანიაა, რომელიც 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო ბრენდი სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტად არის აღიარებული. ახალი NGEN სერია კი ბიოლოგიურად მოპოვებული და რეგენერირებული საბაზისო ზეთებისგან შეიქმნა.

დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: „MOTUL-ის ახალი თაობის ზეთი, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში პირველად შემოიტანა საკვანძო ეტაპია ბრენდის ისტორიაში, რომლისთვისაც სრულიად ახალი ფორმულა შექმნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული ბრენდი ძირითად აქცენტს მდგრად განვითარებაზე აკეთებს და მისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ CO2-ის ემისიების შესამცირებლად და მომავალი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესასრულებლად შეიქმნა ახალი თაობის ზეთის NGEN ტექნოლოგია.“

ახალი NGEN-ის სხვადასხვა სერია განკუთვნილია როგორც ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილებისათვის, ასევე – მოტოციკლებისთვის. NGEN  HYBRID კლასი უზრუნველყოფს საწვავის მაღალ ეკონომიურობას, გაუმჯობესებულ დაძვრას, ძრავის უკეთეს რეაგირებას და სისუფთავეს. რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, ის NGEN 5-ისა და NGEN 7-ისგან შედგება. NGEN 5 განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს გადამცემების მყისიერ გადართვას, საწვავის ეკონომიასა და მარტივ დაძვრას. NGEN 7 კი განკუთვნილია სპორტული და მაღალ ფუნქციონალური რეჟიმისთვის, რაც ძრავის მკვეთრ რეაგირებას, ძლიერ მოჭიდებასა და მაღალ ტემპერატურულ მედეგობას უზრუნველყოფს. NGEN-ის ორივე სახეობა აკმაყოფილებს უახლეს API სტანდარტებს და ოფიციალურად სერტიფიცირებულია JASO MA2-ის მიერ.

მსოფლიო დონის ბრენდს, MOTUL-ს „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად 2010 წლიდან წარმოადგენს. ბოლო წლების სტატისტიკით, 2021 წელს „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში კი ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით, კი კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს MOTUL -ის ზეთების რეკორდულ რაოდენობას, 600 ტონას გაყიდიან.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved