• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ცივი დღეებისთვის – შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ალია ავტორი - ალია
13:13 10-16-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

შემოდგომა  სწორედ ის დროა, როდესაც თქვენი ავტომობილი ცივი დღეების მოახლოებისთვის უნდა მოამზადოთ, რადგან ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება. უსაფრთხო გადაადგილებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ტემპერატურის კლებას  სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

ცივი დღეებისთვის ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული აქციებია საბურავებზე, აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებსა და  სათადარიგო ნაწილებზე.

საბურავები

• სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე

მხოლოდ ონლაინ:

• 20%-იანი ფასდაკლება BF Goodrich-ის საბურავებზე

• 25%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

შეგახსენებთ, რომ ცვალებადი ამინდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორად შერჩეული საბურავია. მისი ხარისხი, სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.

 აკუმულატორები

• 25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

• სპეციალური ფასები Macpower-ის აკუმულატორებზე

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი იზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები

• 25%-იანი ქეშბექი Mobil-ისა და Shell-ის ბრენდის ზეთებზე

• 20%-იანი ფასდაკლება Petronas-ის ზეთებზე

• სპეციალური ფასი Lesta-ს ბრენდის ანტიფრიზზე

ტემპერატურის კლებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ძრავისა და გაგრილების სისტემის სითხეები. საჭიროა გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის დონისა და ხარისხის შემოწმება, რათა ძრავის გაგრილების სისტემა დაცული იყოს.

ასევე უმნიშვნელოვანესია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის კონტროლი. არ შეიძლება, რომ კონკრეტული გარბენის შემდეგ ზეთი და ფილტრი არ შევცვალოთ,. რადგან ზეთი ასრულებს შეპოხვის ფუნქციას ძრავის მოძრავი დეტალებისთვის.

სათადარიგო ნაწილები

• სპეციალური ფასები მინამწმენდებზე

შემოდგომა გამოირჩევა ტემპერატურის კლებით და წვიმიანი ამინდებით. იმისათვის, რომ ნალექიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილ დეტალთან ერთად, საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქარე მინამწმენდები. ის უზრუნველყოფს, რომ წვიმიან ამინდში ხილვადობა არ შეგეზღუდოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეთავაზებასთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეგიძლიათ სპეციალური ფასებით შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Total-ისა და Toptul-ის ხელსაწყოები და დანადგარები. გარდა ამისა, ჰაერისა და სალონის ფილტრის ყიდვის შემთხვევაში, მათი შეცვლა უფასო იქნება.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved