რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, არჩევნებზე, პანდემიაზე, სასამართლო რეფორმაზე და სააკაშვილზე, როგორც განსაკუთრებულ პატიმარზე.
ბრიფინგის მსვლელობისას, პრეზიდენტმა თქვა:
“მიუღებლად მიმაჩნია და ვეწინააღმდეგები დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტიობის შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტავს, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იმყოფება სოციალური გამოწვევების წინაშე. ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებით, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს…”
როგორც ხედავთ, პრეზიდენტმა, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას უთხრა, საკუთარი ცხვირის წინ რა ხდება, არ იცით და ეს ციფრები, რასაც თქვენ აქვეყნებთ…. მოსახლეობას ვერ კვებავსო.
მან თქვა რომ მიუღებლად მიაჩნია და ეწინააღმდეგება ნებისმიერ ჩაკეტვას!
შეგახსენებთ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ისევ ფიქრობს ლოქდაუნზე და ქვეყნის ჩაკეტვაზე, თუმცა, მმართველი გუნდი, მინისტრები, დაავადებათა კონტროლის ცენტრი – უარჰყოფს და ამბობს, რომ ტყუილია და საერთოდ არ განიხილება ლოქდაუნი.
თუ არ განიხილება ქვეყნის ჩაკეტვა, თუ ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა, რატომ უსვამს პრეზიდენტი ხაზს, რომ ეწინააღმდეგება და მიუღებელია მისთვის განმეორებითი ლოქდაუნი?
მართალია, პრეზიდენტმა ბრიფინგი საზოგადოებისთვის გამართა, როგორც ამბობს, მაგრამ შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ “მულო შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგონეს” პრინციპით, მინიმუმ რამდენი გზავნილი კონკრეტულად მთავრობისთვის და პირადად პრემიერ ღარიბაშვილისთვის იყო გამიზნული, რადგან, ამწამს, სწორედ მას აქვს ბერკეტი, ყოფილი პრემიერის მიერ, კანონში შეტანილი ცვლილების დამსახურებით, გამოაცხადოს ლოქდაუნი.
კომენტარები