• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზად ვარ ბევრი რამისთვის, როცა ვიცი, და სადაც ვიცი…” – პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
21:59 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი

“მინდა მივულოცო მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები.

მინდა მივულოცო გამარჯვება მერებს, საკრებულოს წევრებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახერში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგებით, რაც პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების გამოხატვასთან.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად თავი გამარჯვებულად არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამრჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოიება. ქვეყანას სჭირდება სტაბიულურობა და დაწყნარება, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან, საქმეზე გადასვლა.

დესტაბილიზაცია მხოლოდ ძალე ძალებს უწყობს ხელს. დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა – რა იქნება ახლა, როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ჩხუბით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით, ბოიკოტით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამშვიდებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?”

პრეზიდენტმა გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო პანდემიაზე საუბარს და თქვა რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ჩაკეტვას და ლოქდაუნს:

“მომსწრენი ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის – დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო პასუხისმგებლობის პირები, მეც მათ შორის, ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური კამპანიას ჩატარება გვევალება. პასუხისმგებლობა ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს სასულიერო პირებს, იქადაგონ ანტივაქსერული კამპანია, და ბოლოს პასუხიმსგებლობაა მოქალაქეების, ვინც ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ, ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული – სავალდებულიო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდ-პასპორტების შემოტანა და ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, გადაცემები გახშირდეს ამ პრობლების გასაშუქებლად. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

მიუღებლად მიმაჩნია და ვეწინააღმდეგები დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტიობის შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტავს, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იმყოფება სოციალური გამოწვევების წინაშე. ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებით, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს…”

ზურაბიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციაზე და სასამართლო რეფორმაზეც:

“დღეს გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა ამ ფორმით და ამ დროს წარმოადგენს გაუგებარ ნაბიჯს.

მზად ვარ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ.

მზად ვარ ბევრი რამისთვის, როცა ვიცი, და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას.

რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს შეწალების, ის არის არაკანონიერი გზით ქვეყანაში შემოსული და მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ის უნდა იქნეს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური დესტაბილიზაციისათვის.”

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved