• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მის გვერდზე მისი ძვირფასი კგბ-ს კოლეგა სააკაშვილი წამოცუცქულიყო”

ალია ავტორი - ალია
18:23 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ქალბატონი ირინა სარიშვილი გამოხტა თავის გვერდზე და ჩემი გინება ატეხა. მე ეთიკური მოსაზრებებით არ მინდოდა მასზე დაწერა და რახან მან გამომიწვია ამ დებატებში და თან ჩემი ზრდილობიანი პასუხის მერე დამბლოკა კიდეც მაშინ აქ ვუპასუხებ.

მე ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავი გია ჭანტურიასთანაც და ირინასთანაც 1989-90 წლებში. ამავე დროს კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიადთან და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთანაც. ერთად ვიყავით ყველანი წარმოდგენილნი ‘ეროვნულ ფორუმში’ 1990 წელს. ჩვენ ამერიკაში ერთად ვიყავით წასულნი 1990 წლის აპრილში და იქ მოხდა ჩვენი პირველი გაუგებრობა სწორედ ედუარდ გუდავას წყალობით.

ამის მოწმეა გოგა კალანდაძე, რომელიც ჩემთან ერთად იყო ამერიკაში პირველი ვიზიტისას. ჯერ ყველანი ერთად ვიყავით: ზვიადი, გია, ირაკლი, და ყველა წევრი ფორუმის. როგორც კი ჩამოვედით 1990 წლის მაისში, ეროვნული ფორუმი დაშლილი დაგვხვდა. ჩვენ, ქრისტიან დემოკრატები გამოვედით შერიგების და ისევ გაერთიანების ინიციატივით – და მხარი დავუჭირეთ ქვეყანაში ერთი არჩევნების მოწყობას – იმას, რასაც ზვიადი ამბობდა. მივედით გიასთან და ამ თემაზე ვესაუბრებოდით, როდესაც ირინა შემოვარდა ოთახში და ისტერიკა მოაწყო.

ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მერე ზვიადმა მაჩვენა მერაბ კოსტავას ბოლო წერილი მისთვის მიწერილი, სადაც მერაბი ეუბნებოდა, რომ ყველას უნდა შევურიგდეთო, მაგრამ ირინა სარიშვილი ნამდვილად სუკ-ის აგენტიაო.

სამწუხაროდ, ეს მართალი აღმოჩნდა. არც თვით მერაბ კოსტავას უყვარდა ასეთი რაღაცეების ლაპარაკი, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ეს დაწერა, იყო ირინა სარიშვილი, ჯერ კიდევ 1989 წელს – გარდაცვალებამდე. გულწრფელად მინდა ვთქვა რომ არ მინდოდა ამდენი ხნის განმავლობაში ამის დაწერა, მაგრამ ირინამ თვითონ გამომიწვია. ამის მერე მოხდა ბევრი ფაქტი, რამაც მერაბის ეს სიტყვებ დაადასტურა. და ერთ-ერთი ამის დადასტურება სწორედ ეს პრაღის 24-ე რეზოლუცია იყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ირინა იყო. მის გვერდზე კი მისი ძვირფასი კგბ-ს კოლეგა მიხეილ სააკაშვილი წამოცუცქულიყო, რომელიც უკვე ლეიტენანტის წოდებს ფლობდა 23 წლის ასაკში, რადგან კგბ-ს ჯარებში მსახურობდა.

რეზოლუციაში სწერია რომ ვითომ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ‘მრგვალი მაგიდა’ სთესავს საქართველოში ეთნიკურ შუღლს და ყველა ნეგატიური პროცესი არის ზვიადის მიერ წარმართული. და ამავე დროს თურმე საქართველოს გადაარჩენს ‘ეროვნული კონგრესი’. ზუსტად ამ ‘ეროვნული კონგრესის’ არჩევნებმა ჩაუყარა საქართველოში საფუძველი ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს. ამ სამოქალაქო ომის დროს ირინა სარიშვილი გამოვიდა და მოითხოვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოკვლა.

ირინა სარიშვილს სამწუხაროდ არ შეუძლია კგბ-ს გარეშე არსებობა – ის ხან იგორ გიორგაძის პარტიაში შევიდა (რომელიც პატიოსნად არ მალავს რომ რუსეთის უშიშროების კადრია) და ხან მიშა სააკაშვილთან (რომელიც 1990 წელსაც კი მალავდა საკუთარ ლეიტენანტობას, თუცა ანტი-ქართული რეზოლუციების შედგენაში კონტენტის ჩადება კარგად იცოდა).

ახლა ბიძინაზე გაბრაზდა – ფული რატომ არ მომცაო – და ყველას დედას აგინებს ვინც ბიძინას მხარს უჭერს და აგრეთვე ყველა იმას ვინც მიშას მხარს არ უჭერს. ახლა მინდა საზოგადოების სამჯავროს წინაშე დავაყენო ირინა სარიშვილის, მიშა სააკაშვილის და მათი კოლეგების მიერ შედგენილი ‘პრაღის რეზოლუცია 24″, რომლის რუსულ ენაზე წაკითხვა ყველა თქვენგანს შეუძლია. ეს უკვე 1990 წელს დაწყებული ბრძოლაა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღდმდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა 1992 წლის სამხედრო გადატრიალება. ‘კონგრესის არჩევნები’ რომ დიდი შეცდომა იყო მე ამის შესახებ დავწერე ‘ახალგაზრდა ივერიელში’ უკვე 1990 წლის ივნისში და ვთქვი რომ ორი არჩეული ორგანოს არსებობა მოუტანდა საქართველოს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებას.

სამწუხაროდ ეს ყველაფერი ახდა. ამას არც ზვიადისტობა სჭირდებოდა, და არც ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრობა. გია ჭანტურიას და ჩვენს შორის ურთიერთობა ზუსტად ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დამთავრდა.

სამწუხაროდ ჩემი სიტყვები გამართლდა. და ამ რეზოლუციამ, რომლის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა 23 წლის კგბ-ს ლეიტენანტმა მიშა სააკაშვილმა, როგორც კიმოს მიერ აღზდილმა უშიშროების კადრმა და რომელიც ირინამ თავის მეგობრებთან ერთად დაწერა – აღმოჩნდა სამოქალაქო ომის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. ამ სურათში კარგად ჩანს ის ქართველი მოღალატეები, რომლებმაც ‘რეზოლუცია 24-ს’ დაუჭირეს მხარი. თან რუსულ ენაზე დაწერილ ამ დოკუმენტს. სიმართლე უნდა ითქვას და დაიწეროს – ყველა ჩვენგანის შესახებ. და ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ საკუთარ ქმედებებზე.

საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციების დიდი ნაწილის ავტროი სწორედ ირინა სარიშვილი იყო Georgian Chronicle-ში, და ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ მიშა სააკაშვილი, თემურ ალასანია – და ძმები გუდავები. ეს არის რეალობა. ფაქტი აქვე გიდევთ – და ამაზე უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც არ უნდა ეცადოს ირინამ, რომ დამალოს მიშას კგბ-შნიკობა, ეს არ გამოუვა. ამიტომაც მიშა სააკაშვილი არის საქართველოს კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მოღალატე – რომელიც კონტენტის დამამზადებელი იყო – და საუბედუროდ ირინა იყო ამ ყალბი კონტენტის წყარო. წაიკითხეთ ეს რეზოლუცია კარგად და ყველანი მიხვდებით რამხელა ბოროტებაზეა საუბარი.”


თეგები: ირაკლი კაკაბაძეირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved