• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში ჩავიდა

ალია ავტორი - ალია
16:20 05-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

24 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე წირვას საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც დაესწრო.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიიღო წირვაში მონაწილეობა, ეზიარა და რუსეთის პატრიარქს, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, “რამდენიმე სიტყვა უთხრა”. მისივე თქმით, საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა საშუალებას იძლევა “ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ”.

“ეს არ არის ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მე წირვაზე გამოვეგზავნე აქ მის იუბილეზე დასასწრებად. მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი მოსკოვში და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას, არც პოზიციების გაზიარებას, არც არავითარ თანხმობას კიდევ რაიმე მოქმედებაზე.

ეს არის საღვთო ლიტურგია, ეს არის თანამონაწილეობა საღვთო ლიტურგიაში, რომელიც პირიქით, მეტ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ, მისგანაც სწორი პასუხები მოვისმინოთ ყველაფერზე, ეს იძლევა ამის საშუალებას.

მე ვიყავი წირვაზე პატრიარქ კირილესთან და რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებთან, მივიღე წირვაში მონაწილეობა, ვეზიარე და ჩემი აზრი ვუთხარი პატრიარქს, როდესაც შევხვდით ერთმანეთს, როდესაც მქონდა საშუალება მისთვის მიმელოცა მისი ანგელოზის დღე და რამდენიმე სიტყვა მეთქვა მხოლოდ. არაფერი საერთო მე მასთან არ მაქვს, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ქვეყნის პრეზიდენტს რა მადლობას გადაუხდის, ეს იქნება რაიმე პოლიტიკური ხასიათის განცხადება, თუ ეს იქნება რაიმე პირადი მათი ურთიერთობა, არაფერი საერთო მე ამასთან არ მაქვს, არაფერი არ მიგრძნია საერთოდ, რა უნდა მეგრძნო, მე ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

საპატრიარქოს საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: მეუფე ნიკოლოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved