• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეც მაქვს სინანულის გრძნობა, თავიდან მეც ვიყავი ხელისუფლებაში“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:45 02-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,064

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, გიორგი გახარიას ე.წ. მონანიებაზე რას იტყვით?

– აბსოლუტურად სწორი და ჯანსაღი განაცხადია. მეც მაქვს სინანულის გრძნობა, თავიდან მეც ვიყავი  ხელისუფლებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ  საზოგადოება ყველაფერს აპატიებს გიორგი გახარიას, მაგრამ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადება პატივსაცემი და დასაფასებელია.

– გიორგი გახარია  პირველი არ არის, რომელიც პროტესტით წამოვიდა ხელისუფლებიდან. „ქართული ოცნება“ ასევე პროტესტით ბევრმა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა და დეპუტატმა დატოვა, მინისტრებმა და პრემიერებმაც, მათ შორის. ყველა ამგვრად წამოსული პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ  ზოგად პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებს. არავის არაფერი უთქვამს არაფორმალური მმართველობის კონკრეტულ ფაქტებზე, ივანიშვილის მიერ სახელმწიფოებრივ საქმეში კონკრეტული ჩარევის ფაქტებზე. აქედან გამომდინარე,  მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებებზე, რაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილს მრავლად აქვს ჩადენილი. არაუფლებამოსილი პირის მიერ ერთი მინისტრის დანიშვნა–მოხსნა უკვე დიდი დანაშაულია. გიორგი გახარიაც ასე მოიქცა, მის გამოსვლაში იყო ზოგადი პოლიტიკური ბრალდებები ივანიშვილის მიმართ და არა კონკრეტული ფაქტები, მის მიერ კანონის დარღვევისა. არადა, ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ იციან და ბევრი თავად არის შემსწრე. რა ხდება? ეშინიათ ივანიშვილისა?

– სისხლის სამართლის დანაშული, ეს მხოლოდ ეჭვია. ყველა ადამიანი სარგებლობს უდანაშულობის პრეზუმფციით. სისხლის სამართლის დანაშაულზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ფაქტობრივი მასალა დაიდება. ჩვენ ხელისუფლების კიდევ ერთი გადანაწილება გველოდება, როგორც ჩანს  და ეს აუცილებლად მოხდება. დაიდება ბიძინა ივნიშვილის კონკრეტული დანაშულებების  ფაქტები და ამ ფაქტებს მისი გარემოცვის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები დასდებენ.

– ზოგს, ვფიქრობ, მართლა ეშინია, რადგან რაიმე ისეთი რომ თქვან, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან, ან თავად დაიჭერენ, ან  ოჯახის წევრს დაუჭერენ. ბევრს იმის ეშინია, რომ მის შესახებ კომპრომატები არ ჰქონდეთ ივანიშვილს მართულ ძალოვანებს და არ გამოუქვეყნონ. ზოგი უკვე დაააშანტაჟეს  ამ კომპრომატებით და სამუდამოდ გააჩუმეს, არა?

– კი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, ბევრ დანაშულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. რაც ჩვენ ტელევიზიებით სიუჟეტები გვაქვს  ნანახი ან პრესაში წაკითხული, იქიდან მხოლოდ 10% რომ იყოს მართალი, მთელი ხელისუფლება დასაჭერია. ცხადია, ვინც წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, უმეტესობას, რაც თქვით, იმ მეთოდებით აჩუმებენ, ან თვითონ არიან ჩუმად, ეშინიათ.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved