რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საფრანგეთის ფინანსთა მინსიტრის, ბრუნო ლე მერის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა:
“ვიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ მათ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. თქვენს საუბარს დაუკვირდით, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ ეკონომიკური ომები, კაცობრიობის ისტორიაში, ხშირად ნამდვილში გადაიზარდა”
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა France Info-სთან თქვა, რომ საფრანგეთი იომებს რუსეთის წინააღმდეგ “ტოტალურად, ეკონომიკური და ფინანსური გზით”.
კომენტარები