ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,მე რა ვიცი, აკონტროლებს თუ არა ივანიშვილი… მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილს! გოგა ხაინდრავას; მალხაზ გულაშვილს ან ვინმე სხვას, ვინც ენა გადაიგდო და უტევს და უტევს მეუფე იობს!
თუ აკონტროლებს და იმას ავალებს, რასაც ესენი სჩადიან-კადრულობენ, ხომ უარესია მისთვის და თუ ვერ აკონტროლებს და, უარესზე უარესი!
პატრიარქი ილია II გარდაიცვალა და, “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ეკლესიას საბოლოოდ მოუგრეხდა კისერს!
მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ანუ – თუ გაგრძელდა თავგასულობა ბიძინასი და მათ შორის ეკლესიის მოთოკვის მცდელობა, ბილოს მივიღებთ… დიდ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებაში (მე მას აწგარდაცვლილ ილიასა და ბიძინას შორის დაპირისპირებას დავარქმევდი), გაიმარჯვებს… ილია II.
რომელიც გარდაცვლილია! და, ვინ იცის და, სულაც არ უნდოდა დაეტოვებინა ასეთი ჯიუტი (სწორედაც რომ ჯიუტი) ზოგიერთი ღვთისმსახური, მაგრამ, გამოუვიდა კი!“











კომენტარები