რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა და მედიასთან თქვა:
“მე იმედი გამიჩნდა, რომ მოხერხდეს მისი გადარჩენა ამის შემდეგ, თუმცა რაღაც პროცედურებია მოსალოდნელი და რაღაც დღეები კიდევ დასჭირდება. ძალიან სწრაფად თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი.
მძიმე, მძიმე, ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის და საერთოდ, რომ ვზივარ და ვუყურებ მას ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ენერგიით სავსე და უცებ ვხედავ, რომ ძვლებია გამოფიტული”
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, სასამართლო განჩინება გადასცეს. ადვოკატის განმარტებით, განჩინების გადაცემის შემდეგ, მედიკოსები, მიხეილ სააკაშვილთან დაუყოვნებლივ უნდა შეუშვან და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შეფასება დროულად უნდა დაიწყოს.
კომენტარები