• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მდიდრებისთვის გადასახადები, შესაძლოა, გაიზარდოს – “საშუალო კლასი ისედაც საკმარისად იხდის” – ბაიდენის ინიციატივა

ალია ავტორი - ალია
15:35 04-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა პირველივე აქცენტი კორონავირუსის პანდემიასა და მისი ადმინისტრაციის დაპირებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონი ამერიკელი უნდა აიცრას. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკვე 220 მილიონი დოზაა გაკეთებული და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აცრა გაიკეთონ.

“ამერიკელების 90% ვაქცინაციის ცენტრებისგან 5 მილის რადიუსში ცხოვრობს. ყველას 16 წელზე ზემოთ, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია ვაქცინა ახლავე გაიკეთოს. წადით და გაიკეთეთ ვაქცინა, ის ხელმისაწვდომია,”-განაცხადა ბაიდენმა.

სწორედ პანდემია იყო მთავარი პრობლემა, რის გამოც საჭირო გახდა იმ ამბიციური გეგმების მომზადება, რომელიც ჯო ბაიდენმა კონგრესს გააცნო, მათ შორის, გეგმები ამერიკული ოჯახებისა და სამუშაო ადგილების შესახებ.

“მე ამერიკის სამუშაო ადგილების გეგმას გთავაზობთ. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამუშაო ადგილების ყველაზე დიდი გეგმაა. ის ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში, ჩვენი გზების, ხიდების და ავტომაგისტრალების მოდერნიზებისთვის. დასაქმების ადგილებია პორტების, აეროპორტების, სარკინიგზო კორიდორების და ტრანზიტული ხაზების ასაშენებლად. მე ვთხოვ ვიცე-პრეზიდენტს, ამ ძალისხმევას უხელმძღვანელოს,”-განაცხადა ბაიდენმა. 

დღეს ისიც გახდა ცნობილი, თუ სავარაუდოდ, რა სახსრებით მოხდება ამ გეგმის სისრულეში მოყვანა. საქმე ეხება პრეზიდენტის ინიციატივას ყველაზე მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის შესახებ. მათ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 400 ათასზე ნაკლებია, ეს არ ეხება. ბაიდენის თქმით, საშუალო კლასი ისედაც საკმარისად იხდის.

“ქვეყნის 55-მა უდიდესმა კორპორაციამ გასულ წელს ფედერალური გადასახადებისთვის 0 გადაიხადა. ამ 55 კორპორაციას მოგება 40 მილიარდი დოლარი ჰქონდა. ბევრმა კომპანიამ აარიდა თავი გადასახადებს შვეიცარიის, ბერმუდისა და კაიმანის კუნძულების მეშვეობით,”-განაცხადა ბაიდენმა.

თეგები: ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved