პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი:
“ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ დასტურს გაძლევთ ყველა პუნქტზეო, არჩევნებთან დაკავშირებითო.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, თუ გვინდა, რომ ეს ხალხი მართლა გამოვიდეს, პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან სერიოზული მჯელობა იყო, მაგრამ ზოგს მართლა ჩაშლა უნდა ამ მოლაპარაკებების და არ სურთ არც პოლიტპატიმრები გამოსვლა, ეს მათ სინდისზე იყოს…
მოკლედ, ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან ოთხივეზე თანახმა ვართო.
ანუ წარმოიდგინეთ ოპოზიცია, რასაც ითხოვდა, ოთხივე საკითხზე თანახმაა და რა ხდება ახლა? ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოვაწერთო.
ბოკერიას პარტია, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია და მავნებელი, ბნელი საქართველოა სინამდვილეში, როგორც ოპოზიციის შიგნით, ისე ელჩებთან შეხვედრებზე ცდილობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, ეს ხდებოდა პირველივე დღიდან. იძახდა – არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა”
კომენტარები