ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“90 იანებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო ჩვენი განათლების სისტემაში (სკოლების მშენებლობა, ინვენტარის შესყიდვები, უნივერსიტეტის რეაბილიტაცია და ა.შ). აგვიშენა სამება, აგვიშენა ,,ბლექს სიი არენა”, რაგბის სტადიონები, რაგბის ბაზა, შეგვიქმნა უნიკალური ბოტანიკური ბაღები მათ შორის განმუხურშიც, შეგვიქმნა მსოფლიო დონის დენდროლოგიური პარკი, რეაბილიტაცია/რესტავრაცია მოახდინა 800 მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის სამუშაოები სრულიად დააფინანსა, გვაჩუქა ფიროსმანის უნიკალური ნახატი, ააშენა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტი და რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ეს ყველაფერი არის ნაწილი იმ საჩუქრისა, რომელიც მან გაუკეთა საქართველოს.
რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?
რაც არ უნდა ეცადნონ გარე თუ შიდა ძალები, მინდა ყველას კარგად ახსოვდეს, რომ ქართველი ადამიანის უმრავლესობა სიკეთეს და ქველმოქმედებას არასოდეს ივიწყებს და ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს, მათი ბოდვები ვერაფერს დააკლებს
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს ქვეყანას დაეხმარება.
პს: მანახეთ ერთი ქართველი, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი კი არა, 300 მილიონი მაინც ქონდეს ქვეყნისთვის დახარჯული და ამის შემდეგ მესაუბრეთ – ყველაფერზე!!!
დიდი, წერტილი.”
კომენტარები