• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლუკა, ხატზე დაიფიცე” – რა ინფორმაციის დადასტურებას სთხოვდა ჯაჭვლიანი კურტანიძეს, როცა “ოცნებას” დაუპირისპირდა?

ალია ავტორი - ალია
23:32 07-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39,587

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა,  2022 წლის 8 თებერვალს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ 2015 წელს, მისი დეპუტატობის პერიოდში, ქუთაისში მდებარე, მის ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ორი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.

როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, ფარული კამერები “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ აღმოაჩინა.

„ეხლა ლუკა კურტანიძე მაგარი გაკვირვებული დარჩება, მაგრამ… ჩემო ლუკა, უნდა მოვყვე… ლუკა, დაიფიცე ხატზე, ასე თუ არ იყო…

2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით, ორი საძინებელი მაქვს, სამოთახიანი ბინა, რატომ დაიქირავო და წამოდი ჩემთან იყავი, როცა გინდა-თქო. დილას ლუკა მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია, მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა “tv პირველის” ეთერში.

მაშინ სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებული იყო, რომ თანამებრძოლი, ლუკა კურტანიძე, ნათქვამს დაუდასტურებდა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლუკა კურტანიძემ თქვა, “არც დავუშვებ, რომ ეს ქართული ოცნების გაკეთებული, რადგან აიტის სპეციალისტმა თქვა, რომ ჩაჭრილია და რა არის მოქმედი. ბატონმა სოსომ ეს იცოდა, მაგრამ შეიძლება ადამიანმა კრიტიკულად შეხედოს.”

კურტანიძის მტკიცებით, მან თავის დროზე ადგილზე არ გამოიძახა საგამოძიებო უწყებები “ჩავიყვანეთ აიტი სპეციალისტი და მან აღმოაჩინა, რომ ეს სათვალთვალო კამერები იყო ჩახსნილი, არ იყო მოქმედი, არ იწერდა. როდესაც მე პარლამენტში შევედი, რამოდენიმე ხნით სოსოსთან გადავედი საცხოვრებლად და ამ საცხოვრებელში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერა, რომელიც იყო საძინებლებში, და არა მაგალითად შემოსასვლელსა და გასასვლელში, დაფიქსირებული რომ ყოფილიყო ვინ შევა და გავა.”

სოსო ჯაჭვლიანი 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

დღეს, ლუკა კურტანიძის ყოფილმა მეუღლემ თქვა, რომ პოლიციას არ სურდა კურტანიძის დაკავება და თავად კი, მუდამ ემუქრებოდა, რომ “ისაა მთავრობა”.

ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთა შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.

ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9 თვიანი მის მიმათ გამოცემული, მოხლოება აქვს აკრძალული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და “წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო”. ეს ადამიანი იმუქრება, რომ “მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო”, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე. 

 

სოსო ჯაჭვლიანი: “დედა მოვტ@ან ამათი, სუყველასი… ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved