• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით – წამყვანი კომპანიები შეურთდნენ

ალია ავტორი - ალია
14:17 10-16-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა – პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.

16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.

“გულით გაკეთებული სიკეთე, თუნდაც მცირედი, გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ არ მოდუნდე, გაიზიარო, დაეხმარო და ეცადო ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს სჭირდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა წამყვანმა კომპანიებმა, კიდევ ერთხელ გაიზიარეს ლიბერთის ინიციატივა და ღირებულებები და დღეიდან, უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფროსი ასაკის ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ყოველდღიური საჭიროების მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. მჯერა, მხოლოდ ასე გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რომლიც წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო.” – ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება.“ – გიორგი გორდაძე – „ევექსი კლინიკების“ დირექტორი

„უკვე მეორე წელია ფარმადეპო ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ფასს სთავაზობს 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას. პანდემიამ ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფარმადეპო, სოციალური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესთავაზებს საუკეთესო პირობას არა მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც შეთავაზება ამ 2 წლის განმავლობაში ისედაც ვრცელდებოდა, არამედ დამატებით მოვლის საშუალებებზე, სამედიცინო ტექნიკაზე, კიდევ უფრო გავაფართოვებთ სოციალური პროექტის არეალს და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საუკეთესო ფასს შევთავაზებთ ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქციაზეც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათით სარგებლობენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, რომელთაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.“ – ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასები შევთავაზოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური დანახარჯები ყველაზე მაღალ მოთხოვნად პროდუქტებზე’ – დავით ურუშაძე, ნიკორა სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved