„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს, რომელმაც მამუკა ხაზარაძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე გამოთქმული მოსაზრების გამო სანდრო ბრეგაძეს შეადარა.
„ლენინზე დაწერილი ლექსების ჰონორარებზე, მოსკოვის ცკ-ს ბუფეტში ნაყიდ კამფეტებზე გაზრდილი თაკო ჩარკვიანი, რომლის ოჯახმაც სისხლში ჩაახშო ეროვნული მოძრაობა, მოკლა პრეზიდენტი გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძესთან ვაზელინით იშოვა მილიონები – თუ ენას კბილს დააჭერს ისევ მისთვის იქნება უკეთესი.
უფრო მეტიც – იმდენს იზამენ, რომ როგორც 90-იან წლებში გავათავისუფლეთ მთაწმინდა ფილიპე მახარაძისგან, ისევე გავათავისუფლებთ მამადავითს საქართველოს დამაქცევარი პუტჩისტებისგან.
ეს უნდათ გაფრთხილებად მიიღონ და უნდათ ულტიმატუმად. დიახ – უზნეობაა, როდესაც ეროვნული გმირების ზვიადის და მერაბის გვერდით, მათი იდეური და ფიზიკური მკვლელები განისვენებენ.
ეს ზუსტი ანალოგიაა, როდესაც ილია ჭავჭავაძის გვერდით მისი მკვლელი ფილიპე მახარაძე რომ დაასვენეს კომუნისტებმა“
კომენტარები