• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო

ალია ავტორი - ალია
19:53 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56


ღონისძიებაზე შეკრებილებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა. 


მოსახლეობას სიტყვით მიმართეს “ლელოს” ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ, თაზო დათუნაშვილმა და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ.

“საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები“ სჭირდება ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

“ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს – განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც “ლელოს“ გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

“მიხარია და ამაყი ვარ, რომ მე წარმოვადგენ თქვენს ხმას”-ამ სიტყვებით მიმართა საკუთარი ოლქის მაცხოვრებლებს გრიგოლ გეგელიამ. 

“მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პოლიტიკისგან გაჯავრებული ადამიანების ხმა და იმედი. მე ამაყი ვარ რომ ვიბრძვი ჩვენი და თქვენი მომავლისთვის, საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია იბრძვის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, შრომის უფლებების დასაცავად და იმისთვის რაც ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის უფლებაა. ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას მივცემთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმულსდა გავაძლიერებთ სოციალურად,”-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ. 


მოსახლეობას მიმართა  “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი  ჯაფარიძემ და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია. 

“მნიშვნელოვან დღემდე, 31 ოქტომბრამდე და “ლელომ” მოახერხა ის რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენმა გუნდმა მოკლე ვადაში მოახერხა რომ წარმოჩენილიყო როგორც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. მოახერხა და შეძლო  შეექმნა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და მისი აღმშენებლობის გეგმა. ჩვენ არა მარტო გეგმა გვაქვს, არამედ გვყავს გუნდი რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. არცერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი ამიტომ არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია როგორც რეგიონის ფლაგმანის,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძეგრიგოლ გეგელიალელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved