• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კუჭავას მკაფიოდ და გამოთქმით უთქვამს, უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი სპიკერობაც და დეპუტატის მანდატიცო” – რისი გაკეთება არ ისურვა კახა კუჭავამ?

ალია ავტორი - ალია
22:06 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
571

ანი დვალიშვილი, ალია

საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის ყოველთვის გამორჩეული ფიგურა იყო. უახლოეს წარსულს გადავხედოთ – ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი… თითქმის ყველა მათგანმა, ბაქრაძეს თუ არ ჩავთვლით, თავისი კვალი დატოვა და რაც მთავარია, ყველა ჩართული იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. შემდეგ იყო ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა და ახლა იქნება შალვა პაპუაშვილი. საგულისხმოა, რომ სრული, ანუ 4-წლიანი ციკლი არცერთს არ ჰქონია, ანუ მათ სრულად ვერ მოახერხეს თანამდებობაზე დარჩენა. რაც ყველაზე საინტერესოა, ვერცერთი მათგანი ვერ გახდა ისეთი ფიგურა, რომელსაც სერიოზულად აღიქვამენ საერთაშრისო ასპარეზზე ან თუნდაც ქვეყნის შიგნით. გავა წლები და ამ ოთხეულის საქმიანობის პროცესის განხილვისას ვერავინ გაიხსენებს რაიმე განსაკუთრებულსა და გამორჩეულს – იყვნენ, აღარ არიან და მორჩა. საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე კახა კუჭავა რაღაც პროექტზე მუშაობს, პოლიტსაბჭოში რჩება და ამიტომ გადადგა, პროექტს მეტი დრო რომ დაუთმოს, მართლა სასაცილოა. მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო და ისიც წავიდა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ეტყვიან და წავა პაპუაშვილი… კობახიძისგან განსხვავებით, კუჭავამ პარლამენტის რიგით წევრად დარჩენა არ ისურვა და მალე პოლიტსაბჭოსაც დაემშვიდობება, თუ… თუ ამერიკაში არ გაუშვეს ელჩად, თუმცა ამაზე ქვემოთ.

და მაინც, რა მოხდა რეალურად? „ოცნება“ კადრების სერიოზულ დეფიციტს რომ განიცდის, უცხო არავისთვისაა. ეგ კი არა და, აგერ, იმაზე ვერ შეთანხმდნენ კარგა ხანს, ვისთვის ჩაებარებიათ ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი. მართალია, ყველაზე რეალურ კანდიდატად არჩილ თალაკვაძე ჩანდა, მაგრამ თავად თალაკვაძეს არ სურს მინისტრობა და დღევანდელი სიტუაციის შემყურეს, ურჩევნია გარანტირებული 4-წლიანი სავარძელი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე მუდმივად რყევის პროცესში მყოფი მინისტრის სკამი. კუჭავას გადადგომის შემდეგ, გაჩნდა  რამდენიმე ვარაუდი, თუმცა უფრო რეალური მისი ელჩად დანიშვნაა. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც ელჩად დავით ბაქრაძე გვყავს და მას დიდი ხანია, მინისტრთა კაბინეტში გადმობარგებას უწინასწარმეტყველებენ. ბოლო ორი დღეა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ვუწინასწარმეტყველებთ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ზურა აზარაშვილს, რომელიც, მინისტრის დარად, ირაკლი ღარიბაშვილის კადრია და თუ ასე მოხდა, ღარიბაშვილი კიდევ ერთ სამინისტროზე აიღებს კონტროლს. (შეგახსენებთ, “ალიას” პროგნოზი ამჯერადაც აცხადდა და აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა).

კულუარებში იმასაც ამბობენ, კუჭავას „ოცნების“ ლიდერებმა უთხრეს, სააკაშვილთან შემსვლელი დეპუტატების სია მაქსიმაალურად გაფილტრე და შეამცირეო, რაზეც უარი მიიღეს და ამან ირაკლი კობახიძე ძალიან გაანაწყენა. საქმე ყვირილამდე და გარჩევამდე მივიდა, რამაც საბოლოოდ ის მოიტანა, რომ კუჭავას მკაფიოდ და გამოთქმით უთქვამს, უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი სპიკერობაც და დეპუტატის მანდატიცო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მას ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, პირდაპირ ვერ მოიცილეს, პოლიტსაბჭოშიც დატოვეს და ელჩადაც ამზადებენ. პაპუაშვილი კი კუჭავასგან განსხვავებით, აშკარად მეტი რადიკალიზმით გამოირჩევა და ამ რადიკალიზმს საკუთარ თავზე მალე იწვნევს ოპოზიცია.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიკახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved