Covid-19 ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს, 68 წლის კაცს დაუდასტურდა. მას ფინანსური მხარე, ბუღალტერია ებარა.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის კლინიკურ მენეჯერს, პროფესორ მანანა ჟვანიას ესაუბრა.
„ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამშაბათს კლინიკაში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო, აღენიშნა ტემპერატურის მატება, რის გამოც მას PSR-კვლევა ჩაუტარდა. პასუხი იყო უარყოფითი.
შემდეგ თავად ვესაუბრე ლევან გოფოძეს, დაგვთანხმდა ჩვენი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაციაზე. შეთანხმების თანახმად, გადავიყვანეთ სტაციონარში.
დღეს, 12 ივნისს ლევან გოფოძემ გვითხრა, რომ განმეორებითი PSR-კვლევის შედეგად ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – განმეორებითი კვლევის შედეგი იყო დადებითი.
შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციის 12 თანამშრომელი, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, იქნებიან თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება კლინიკის მუშაობას – ფუნქციონირებას აგრძელებს, ვინაიდან შენობა ადმინისტაციული ნაწილისგან აბსოლუტურად იზოლირებულია და არავითარი შეხება კლინიკის თანამშრომელ ექიმებთან ინფიცირებულს არ ჰქონია“
კომენტარები