• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კიპიწელნიკით“ ბანაობა, ტილების, წილების ეპოქა, 4 საათიანი დენის გრაფიკი, 2 საათიანი წყლის გრაფიკი, 2 ლარიანი ქრთამისტი მილიცია…” – ხაბეიშვილის წერილი

ალია ავტორი - ალია
20:47 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:

,,ფარცხალაძე-რომანოვის, ოფიციალურად რუსული სპეცსამსახურების აგენტის მორჩილი, ყმა-მოსამართლეები, ფარცხალაძის შერჩეული, ივანიშვილის მოწონებულები თვალებს აბრიალებენ და ზმუკუნებენ – შევარდნაძის დრო როგორ წაგვართვითო!

ჩაცუცქული, მოძველბიჭო, უნიჭო, უფორმო და ყველაზე კარგ შემთხვევაში – ორღობის ჭორიკანას ლექსიკით ვიშვიშებენ.

ჭაობში, ტალახში რატომ არ დატოვა მიშამ ქვეყანა და ბაყაყებივით ყიყინი რად დაგვიშალეთო?! ვერ ვიყავით ჩვენთვის წუმპეში, ბედნიერადო?! „კიპიწელნიკით“ ბანაობა, ტილების, წილების ეპოქა, 4 საათიანი დენის გრაფიკი, 2 საათიანი წყლის გრაფიკი, 2 ლარიანი ქრთამისტი მილიცია, ყაჩაღობა, ადამიანების დაუთოება, რომ ალაგმეთ არ ნანობთო?!
მიშამ როგორ გაბედა და „რაგატკიანი“, ცალ-ცალ ბოტიანი ჯარიდან, ნატოს სტანდარტის არმია რატომ შექმნაო?!
იზიარებთ პასუხისმგებლობასო, რომ ქვეყანაში საავადმყოფო, რომ არსებობდა სადაც შუქი არ იყო ან რაიმე ელექტრო ხელსაწყო, იქიდან ევროპული ტიპის ამბულატორიები გაჩნდაო?!
რიყეზე, ედიკას დროს მისაკუთრებული რესტორნები როგორ ჩამოართვით გაქსუებულ, მძარცველ, ფულიან ბიძიებს და სახალხო სკვერი რა უფლებით გააშენეთო?!
ლამინირებული, ქაღალდის პირადობები, სახმართველობების, ნესტის, სიბინძურის სუნი, ვირთხების თავშეყრის ადგილები, რომ მოშალა მიშამ და იუსტიციის სახლები ააშენა არ ნანობთო?!
ჩვენთვის ფუნაში ვისხედით და რატომ არ დაგვანებეთო?!

ბათუმში იჭიმებიან და აღარ ახსოვთ „ვიზის“ გარეშე, რომ ვერ შევდიოდით აჭარაში!

ჰოდა, ეს სისტემური დანაშაული არ არისო?

ყოფილიყო ძარცვა, გლეჯა, ქურდობა, მკვლელობა – რატომ დაგვირღვიეთ სიმშვიდეო?!

2008 წელს, რატომ არ ჩაბარდით პუტინს და ქვეყანა რატომ დაიცავითო?! უკვე ხომ ვიქნებოდით რუსეთის გუბერნია, უკანა ეზოო?!

როგორ აკვესებენ თვალებს და ჯიქურ იმეორებენ რუსების ბინძურ პროპაგანდას!

კიდევ თუ ვერ გაიგეთ და განასხვავეთ საქართველოს მტრის, რუსეთის აღვირახსნილი პროპაგანდა და სიმართლე, მაშინ თქვენ, ვინც ასე ხართ – აღარაფერი გეშველებათ!!!

საქართველოს გაბრწყინების, ფეხზე ადგომის წლები იყო! ჩაცუცქული თაობა წელში გაიმართა და სახელმწიფოდ შევდექით!

აი ამიტომ ებრძვის ყველაზე მეტად პუტინი ნაციონალურ მოძრაობას! აი ამიტომ ბჟირდება ბიძინა მიშაზე და წინა ხელისუფლებაზე!
თვალებდაჭყეტილი ბობოქრობენ არჩევნებით წაგება როგორ დააკანონეთო?!
ჰყოლოდა მილიციას „ნოლშესტები“, ზებრა ჯოხები და აეღოთ ქრთამი, რატომ დაუშალეთო?!
გაჭირვებული, გლეხის ოჯახი რა უფლებით გაუტოლეთ „ელიტას“, ვაკეს, „ინწელიგენციას“ და მათი შვილები უფასოდ რატომ მოახვედრეთ უნივერსიტეტებშიო?!
რატომ არ დატოვეთ ქვეყანა აყროლებულ, აქოთებულ მდგომარეობაშიო?!

აი ამას ჩივიან რეალურად!

დანარჩენი 99% აბსოლუტური ბოდვები და რუსების შეთხზული ჭორებია!
რაც მართლა დანაშაული და პრობლემა იყო, ის ახლაც აქოთებულია – სასამართლოში, მურუსიძის სახით! ის ახლაც ყარს პროკურატურაში!

მაგრამ, ბოდიში და ფარცხალაძის შნირები, ადეიშვილს როგორ ახსენებთ?

ფარცხალაძემ სამშობლო გაყიდა მტერზე და ადეიშვილმა მტერი პუტინი ჰააგაში გაასამართლა!

ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?! ეს შეუხედავი ივანიშვილის „ცხოველების ფერმა“ (ორუელისეული პერსონაჟებით) რა გონორით საუბრობენ?!

რატომ ფეხქვეშ მიწა არ ეცლებათ, ამ უფორმო ყაჩაღებს!

ბათუმში რომ სხედან, მოიკითხეს მეთაურს, ხელმძღვანელ პირს რომ კლავდნენ ეგ სისტემური იყო თუ გამონაკლისი?!
ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის მკვლელობებზე აქვთ მოსაზრება? ჯარის ძარცვაზე, ქოლცენტრებზე, ნარკოტიკებზე?!
მეუფე იობის დასმულ საკითხებზე არ აკვესებენ თვალებს?!
ახალგაზრდა ბიჭი გაუპატიურებაზე, რომ ჰყვება ციხეში ეგ სისტემურია თუ ერთი მოხდაო? გარედან ციხეში რომ შეიყვანეს ბანდა და პატიმარი სიკვდილამდე სცემეს, არ იმჩნევენ?! 17 წლის ბავშვი, პოლიციის მირთმეული იარაღით რომ მოკლეს, არც მაგას შეუწუხებიათ? 500-მდე ადამიანი ძვლების გამოჩენამდე, რომ სცემეს დალეწეს, სკალპები ააძრეს – მაგის სისტემურობაზე არ აკვარკვალებენ თვალებს?!

უსირცხვილო, უძარღვო ხალხია! ანწუხელიძეს ასამართლებენ, ეგ არ აღელვებთ და სხვამ, რამ უნდა შეაწუხოთ?!

მეღიმება ვიღაცეები, რომ საქმიანად ამბობენ – მე არ ვიყავი ნაციონალიო : )))
ჰოდა, ბევრი დაგიკარგავთ! მე ვარ! და ვარ იმ ღირსეული ხალხის ნაწილი, ვისაც 1-2 წელია კი არა, ათწლეულებია რუსული მეთოდებით ავიწროებენ! ვართ ივანიშვილის, საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში და ამიტომაც ვიღებთ ყველაზე მეტ დარტყმას!

არა უშავს, მივიღებთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ!

ჩემი საქმიანობა უკავშირდება ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და შესაბამისად, ვეკუთვნი მის აღმატებულება საქართველოს მოქალაქეს!

ამ პროცესის პარალელურად უნდა გვესმოდეს, რომ დასრულებულია პარტიული კუთვნილება, ვალდებულებები!
„ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა“ – რაც სწრაფად დაიწყებს არსებობას, მით მალე ვუშველით ქვეყანას! ყველა დღე მნიშვნელოვანია და ნუ დაკარგავთ დროს!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved