გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, ის საავადმყოფოს უკვე ინფიცირებული მედდის კონტაქტს მიეკუთვნება.
დღეს შიდა ქართლში კოვიდ 19-თ ინფიცირების სულ სამი შემთხვევაა გამოვლენილი. მათთან კონტაქტში მყოფი 45 ნიმუში ეპიდემიოლოგებმა ლიგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს გამოსაკვლევად. ინფიცირებულების ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კომენტარები