• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხოხ! – რომელია ჩათლახი?” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:58 04-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“მეგრულის და სვანურის სწავლებაზე ერთი ძველი ამბავი მახსენდება. გაქანებული ზასტოია, გასული საუკუნის სამოცდაათიანების ბოლო თუ ოთხმოციანების დასაწყისი, აი, ბრეჟნევი ჯერ კიდევ რომ არ მომკვდარა, მაგრამ ცოცხლებშიც რომ პრაქტიკულად აღარ წერია და მწერლების დელეგაციაა ჩასული სამეგრელოში. საღამოს, რასაკვირველია, მთელი დელეგაცია დაპატიჟებულია შეძლებული გლეხის ოჯახში, იშლება ზღაპარი სუფრა ელარჯით, საცივით, ქაცარით და კაი-კაი მეგრული კერძებით და ამ დროს მასპინძელი ეკითხება ერთ-ერთ სტუმრად ჩასულ მწერალს.
– ძმები შენგელაიები რომ არიან, კინორეჟისორები, გიორგი და ელდარი, იცნობთ იმათ?
– დიახ, – პასუხობს მწერალი.
– როგორი ბიჭები არიან?
– კაი ბიჭები არიან, გადასარევები, – არ დაიშურა ქება სტუმარმა.
– მეგრული იციან?
ახლა მწერალისთვის ცხადი გახდა, რომ მთელი ეს დიალოგი ამ კითხვაზე პასუხის მიღებისთვისაა წამოწყებული. არადა ძმებ შენგელაიებს გვარი კი აქვთ მეგრული, მაგრამ ისე უფრო კახეთში არიან გაზრდილები და შესაბამისად მეგრულსაც არ ფლობენ. თუმცა მასპინძლისთვის ნამეტანი გული რომ არ დაეწყვიტა, იფიქრა ნახევრად მოვიტყუებიო და ასე უპასუხა:
-ერთმა იცის, ერთმა არა.
– ხოხ! – შეიცხადა მასპინძელმა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ კითხულობს, – რომელია ჩათლახი?”
თეგები: დავით ზურაბიშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved