• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო! – ვახტანგ მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:35 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება, შეხვედრის დასრულების შემდეგ:

„შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას, ყურადღებას, რომელიც იდეაში ალბათ ხვალიდან გახდება თქვენი განსჯის საგანი. ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება, იმის საშუალება, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიძახდით. ანუ, ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე ჩვენი შიდა საქმეა, რომ თითოეულ ამ პუნქტზე, რა არის სწორი და რა არასწორი, ხვალიდან ვილაპარაკოთ.

ჩემი აზრით, დოკუმენტში ძალიან მაგარი რაღაც ეწერა ის, რომ ასე ვთქვათ, მელიას პრობლემა გვარდებოდა ამნისტიით 20 ივნისის და მთელი იმ მოვლენების, რაც 20 ივნისის განმავლობაში განვითარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის წინადადება, რომელიც თვითონ შეხვედრის დროს დააყენა სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც გულისხმობდა, რომ იგივე მექანიზმები ყოფილიყო გამოყენებული რურუას ქეისისთვისაც. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია ტექნიკურად და დღესაც შესაძლებელია ფიქრი ამის გაგრძელებაზე.

ერთადერთი საკითხი, რომელიც რჩებოდა, ვადამდელი არჩევნების საკითხია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა კომპრომისი ვერ დაინახეს. სხვათაშორის, ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რომ რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, შეიძლება, მცირე შენიშვნები მაქვსო, მაგრამ მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო.

ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას ქეისი არ იყო ნათლად აღწერილი, თუმცა მედიატორმა სიტყვიერად თქვა, ახსნა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა.”

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved