• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხან “კირია ლესები”, “ხან 25-სა დეკემბერსები”, ხან ჯინგლ ბელსები და მერი ქრისმასები და ჰეპი ნიუიარები, გლიჯინით გავდივართ იანვრის ბოლომდე! ეს ბაკქანალია უნდა დავასრულოთ” – მაკა სახურია

ალია ავტორი - ალია
02:20 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ფილოლოგიის დოქტორი, მაკა სახურია:

“ქართველებს ზოგი ელემენტარული რამეც გვაქვს სასწავლი. სულ მინდა, ამაზე ვთქვა ხოლმე და ხელს ჩავიქნევ, არ ღირს, დაანებე თავი-მეთქი, მაგრამ ამ საღამოს ისევ ბათქა-ბუთქმა რომ ასწია ქალაქი ჰაერში, გადავწყვიტე დამეწერა. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე და ერის დამოძღვრის მავნე ამბიცია მაწვალებდეს. მაგრამ მეც ამ ქვეყნის ორომტრიალში ერთი გამხმარი პურის ყუის ფასი მაინც ხომ მაქვს, როგორც მოქალაქეს, ამ ქვეყნის შვილს. ჰოდა, გავბედავ და ვიტყვი რა. არავინ გვასწავლა ჩვენ, არც ეკლესიამ, არც ხელისუფლებებმა, არც სახელოვანმა რჩეულებმა ერისა თუ ბერისა, რომ არ შეიძლება გქონდეს 2 ახალი წელი, 2 ბედობა, 2 შობა… არ შეიძლება ახალი წელი უსწრებდეს შობას.

მაშინ დავანებოთ თავი პირველ იანვარს, შობას რომ აღვნიშნავთ 7 იანვარს, 14 იანვარს იყოს ახალი წელი. ეს დუბლირებები რა უბედურებაა, ვერაფრით გამიგია. ან კალანდა დავარქვათ 1 იანვარს და ყველა ტრადიცია-რიტუალი, რომელსაც კალანდას ვასრულებთ, 1-2 იანვარს გადმოვიტანოთ. აი, ნახეთ ახლა: 25 დეკემბრის კათოლიკური შობა უკვე დიდი ხანია აქტუალური ხდება ჩვენშიც. მზადება საშობაოდ ლამის დეკემბრის დასაწყისიდან იწყება.

მერიამ მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აანთო რუსთაველზე. სკოლები დეკემბრის ბოლოს იკეტება და საშობაო მილოცვ-მოლოცვები, საიდუმლო სანტები დეკემბრის 25-მდე ტრიალებს სასწავლო დაწესებულებებში. შემდეგ 1 იანვრისთვის თავს გადავდებთ ხოლმე, რომ 31 დეკემბერს დახუნძლულ-დაზურზულები შევხვდეთ, მერე ბედობაო, მერე მართლმადიდებლური შობა, მერე ვართ კალანდის მოლოდინში. 13-ში თავიდან ვიხუნძლ-ვიზურზლებით, მერე 14 და 15 იანვარი ბედობისა და მეფეხურობისაა. მერე ველოდებით 19 იანვარს, ნათლისღებაა და ბარემ ეს დღეც აქვეა, თან უქმეა და აღვნიშნოთო, ნათლია-ნათლულებმა თუ არ დაიარეს ერთმანეთი, ისე როგორ გამოვა?

მერე 27 იანვარს ნინოობაა და უკვე ისე გვაქვს ეს ორთვიანი “ხმაური და მძვინვარება” გამჯდარი ძვალ-რბილში, უწყვეტად რომ გვესმის ხან “კირია ლესები”, “ხან 25-სა დეკემბერსები”, ხან ჯინგლ ბელსები და მერი ქრისმასები და ჰეპი ნიუიარები, თავს ვეღარც ვიკავებთ და უკვე გლიჯინით გავდივართ იანვრის ბოლომდე! ეს ბაკქანალია ერთ მშვენიერ წელიწადს უნდა დავასრულოთ, ჩემო ტკბილებო! სხვანაირად უნდა დავლაგდეთ!

ერთი შობა, ერთი ახალი წელი, ერთი ბედობა და 3 იანვრიდან ჰაბარდა, გავვარდეთ უნდა სამუშაოდ, სასწავლებლად, გაზაფხულისთვის მოსამზადებლად… ნუ მომაყრით ახლა მსხვილ გოროხებს. შე ანტიქრისტეო, შე არაეკლესიუროო, შე მეფისტოფელოო… არაა საჭირო! ჩემი გაჭივრება მეყოფა მე! მთელი თვე იანვარში აბსოლუტურად არაპროდუქტიული და უნაყოფოა. ბავშვებს რას ვერჩით? ვასწავლით მოდუნებასა და ჭამა-სმაზე გადაყოლას. თანაც მთელი წლის ბიუჯეტს ვფლანგავთ უაზროდ და ვნთქავთ ამ 2 თვეში. თითქმის ყველა ვიკიდებთ ზედმეტ წონას და ვუჩივით ჯანმრთელობას. რა ვიცი, არ ღირს დაფიქრებად? რაც აქ ვიღაღადე, სრული ჭეშმარიტება მგონია და რაი ვყო?”

თეგები: მაკა სახურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved