• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კამიტი მომაკვდინებელია, ეს ხალხი – ცოცხალია, დავასრულეთ!” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:25 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,366
მაია ნიკოლეიშვილი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის სტატუსით, რადიო “სიცრცესთან”  ამბობს:

მათ შფოთვები ექნებათ [ოპოზიციის მხარდამჭერებს]. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, ისინი სექტანტურ აზროვნებაში არიან შესული. მათი მდგომარეობა მართლა მძიმეა

ეს ხალხი ცოცხალია [მომიტინგეები]. ნივთიერებები: ზარი, ნიპრიტი, ესენი რომლებიც სამხედრო მედიკებმა გვასწავლეს ჩვენ, ექიმებს, მოქმედებენ მაშინვე და რატომ არის აკრძალულები? – იმიტომ რომ ისეთ შეუსაბამოდ მძიმე დაზიანებებს იწვევენ, რომ ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებენ. არის ტყვიები, რომელიც ამოღებულია, იცით, აკრძალულია, იმიტომ რომ ის გადარჩენის შანსს პრაქტიკულად არ ტოვებს. ნუ ახლა ატომური იარაღია არ არის აკრძალული არც ის არ ტოვებს..

ერთი, ცოცხლები არიან, და მეორე მათ ჯანმრთელობას არ მიადგა სერიოზული საფრთხე, რომლის შედეგები სახეზე იქნებოდა. ანუ ყველაფერმა გაიარა უკვალოდ. ის, რომ ცუდად იგრძნეს თავი, კი ბატონო. მერე?

მომწამვლელი აირებია ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც, „ჩერიომუხაც“, მათ აქვთ თავისი სიმპტომები, იმიტომაც გამოიყენება რომ ადამიანი რომელიც მოდის შეტევაზე ან ბრბო რომელიც მოდის, ეს არის ციხის ბუნტების, ვთქვათ, სამხედრო ნაწილებში ბუნტის და აი ამის დასაშლელად, რომ ის ადამიანები რამდენიღაც, რაღაც დროით გამოიყვანონ ამ აქტივობიდან. მისი მიზანიც ეს არის, ამიტომ გამოიყენება. მათ ყველას უწერია გარკვეული დრო და გარკვეული დროის შემდეგ, მოხდეს მათი დეზორიენტაცია, მხედველობა ამისთვის გამოიყენება და ეს ხალხი ამბობს, რატომ მოხდა ესეო იმიტომ მოხდა, რომ ზუსტად მათ დასაშლელად არის ეს მოწოდებული და ეს სწორია, ასეც უნდა იყოს, როდესაც უკვე უმართავი არის მართლა ეხლა სროლას სხვა არავინ დაუწყებს, არც დახოცვას და თან ცნობილია, რომ რაღაცა დროის შემდეგ ეს სიმპტომები გაივლის, არსებობს ინდივიდუალური თავისებურებები, შეიძლება ზოგთან მეტი, უფრო მეტი [ეფექტი] ჰქონდეს ან ზოგთან მანძილი იყოს დარღვეული, ოღონდ ბრბოსთან ურთიერთობის დროს ამ მანძილს სანტიმეტრებით არავინ არ გაზომავს..

დამერწმუნეთ, არც არის ვალდებული ეს მანძილი გაზომოს და მანძილი დაირღვაო. არ არის მომერიდე, რომ ხედავ რომ მე მიჭირავს სპრეი მომერიდე, ხო არ მოგეპარე, შენ ხომ მოდიხარ, შენ ხომ იცი, რომ ამ აქციას აწყობ, მაშინ შენ დაიცავი, ეს მე კი არ უნდა დავიცვა, შენ უნდა დაიცვა და უკაცრავად ეხლა 30 სმ-ი აქ იყო და ვთქვათ 70 იყო ამას არავინ არ გაზომავს და ახლა ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას. ეს ამიტომაც კეთდება ზოგს კი შეიძლება გაურთულდეს, ეს არის სუფთა ინდივიდუალური მგრძნობელობის საკითხი. მაგრამ ამას არ ითვალისწინებს ეს პროცენტულად ითვლება. ნებისმიერი პრეპარატი რაღაცა პროცენტიც შეიძლება იყოს სასიკვდილოც კი, ანუ საერთო ჯამში ეს მათ გავლილი აქვთ გამოცდა და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. ის, რომ სიცოცხლისთვის უსაფრთხო იქნა გამოყენებული, მე ვარაუდებში არ მივდივარ, ნახეთ ჩვენს საუბარში, მე კატეგორიულად ვცდილობ, რისი მტკიცებაც შეიძლება, მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გვაჩვენებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია.

მე, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, შეიძლება ეჭვი მივიტანო რომ აქ ეს არის, მაგრამ მერე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველაფერი არის ჩემი ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს. როცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მოვა პასუხი რომ აქ აღმოჩნდა ეს ნივთიერება ან ამ ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი ამ კონცენტრაციით, იქ არის მოწამვლა – დანარჩენი ეს ყველაფერი არის ზღაპარი, ნულია, მისი რელევანტურობა და დამაჯერებლობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved