• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯერ ვყვიროდი და მერე ტირილი ამივარდა – რას წერს ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:19 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“შეცდომების მეტი რა მქონია. მეც, გიასაც, ყველას. შეცდომას მარტო ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს.

მაგრამ არასდროს, არასდროს არც მე და არც გიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ანგარებით, ან ფულის, ან სკამის გამო. იყო შეცდომები, უმძიმესიც, მაგრამ არა ანგარებიანი. მთავარი ისაა რომ ჩვენ მართლა თავი გვქონდა გადადებული იმ საქმისთვის რასაც ვაკეთებდით და როგორც გვესმოდა ისე ვაკეთებდით. არც შეცდომის აღიარება გაგვძნელებია არასდროს.

დღეს, პარლამენტის სხდომას რომ ვუყურებდი, ჯერ ვყვიროდი და მერე ტირილი ამივარდა. აი ზუსტად ისე, საქართველო დსთ–ში რომ გაწევრიანდა, იმ დღეს. ადამიანები ვართ ყველა, რკინის ხომ არ ვართ მართლა და როცა ხედავ რაც ხდება და თან ქუჩაში და ციხეში გატარებული შენი საუკეთესო წლები გახსენდება, როცა საკუთარ შეცდომებსაც აანალიზებ, როცა შენს თვალწინ, იმ იდეის გამო, რისთვისაც იბრძოდა, მოგიკლავენ შენი ცხოვრების მთავარ ადამიანს, განსაკუთრებულად ამაზრზენ მომენტებში გული ამოგივარდება, დაიყვირებ, ღმერთო რატომ, რისთვის გაიწირა ამდენი სიცოცხლე, რომ მერე ეს ყოფილიყო?! ამ დროს მოგდის ცრემლები და ჰაერივით გჭირდება სხვათა მაგალითი და დასტური იმისა რომ ცუდად არ ჩაივლის ეს ყველაფერი, ეს არასწორი ბრაზი გაგდის, არაფერს აღარ ნანობ და ისევ ძლიერდები, თითქოს არც არაფერი გადაგიტანია და ახლა იწყებ ბრძოლას. ყველაფერი კარგად იქნება! დარწმუნებული ვარ. თან ძალიან მალე.”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved