• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით, მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება” – სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას

ალია ავტორი - ალია
13:52 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას, რომელმაც მის საარჩევნო წინადადებაზე 2020 წლის არჩევნებისთვის ერთიან სიაზე უარი თქვა, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით მიმართა: 

„ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობის. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა, ძალა ერთობაშია. ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია, ბოლოს და ბოლოს ეს მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მაინც დამარცხდება, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება დაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. როგორ შეიძლება ერთმანეთთან ქიშპობა, როცა ამხელა წინააღმდეგობა გაქვს. ბარში კი არ ვართ, სადაც სასმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ, ვიღაცას მოსწონს ერთი კოქტეილი, მეორეს მოსწონს სხვა რაღაც. ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ.

ჩვენ წინააღმდეგ არის ძალიან ვერაგი, თავზეხელაღებული, უტიფარი, დაუნდობელი ძალა. ამ პირობებში როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ უნდა დავიტოვოთ გზა ერთმანეთს ვექიშპოთ, ვეკამათოთ. ვინ იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხვალ, ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა გამოვა წინა პლანზე, აიტაცებს ამ დროშას და ის იქნება წინა პლანზე. და ნუ შეგშურდებათ, ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, რომ ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით, ბევრი მიზეზის გამო, მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება, ამით საერთო საქმეს აკლდება. მოდით, მივხედოთ საქმეს“

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით უნდა გადანაწილდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved