• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, ორშაბათი, 30 იანვარი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო ნინო ლომჯარიას პასუხობს

ალია ავტორი - ალია
17:46 01-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5

თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციურისამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით აკისრია, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურდაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დასახელდა, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე. კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მიუთითებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (…) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.

დაბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურდაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურდაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი. ასევე, 2019 წლის 1-ელ მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისთვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი. სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურდაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.

იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

23 იანვარს ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს 23 იანვარს შეხვდა. ლომჯარიას ციხეში ვიზიტს წინ უძღოდა დაპირისპირება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, რომელმაც ადამიანთა უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველის პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის განხილვისას იმაში დაადანაშაულა, რომ ლომჯარია პატიმრებთან არ დადის. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

13:36 01-27-2023
თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა
ბიზნესი

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

11:46 01-27-2023
ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

18:46 01-26-2023
Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი –  დაბრუნება“
ახალი ამბები

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი – დაბრუნება“

14:18 01-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved