• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცით, რატომ არის მძღოლი 16 საათი საჭესთან? ოჯახი, ბანკის ვალი და წელს რვა თვიანი უმუშევრობა!”

ალია ავტორი - ალია
00:52 08-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა ტრაგედიის მიზეზები.

თავიდან გეტყვით, რომ ტურიზმის ძირითადი და პირველი სტანდარტი არის – უსაფრთხოება.

კვებითი უსაფრთხოება, განთავსების უსაფრთხოება, ლოკაციის შერჩევის უსაფრთხოება და ცხადია – სატრანსპორტო უსაფრთხოება.

მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტიდან გამომდინარე დგება ტური და მარშუტი.

განვაგრძოთ. მიუხედავად ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ჭეშმარიტი განმარტებისა, არსებობს ძალიან დიდი – მაგრამ, ხოლო ეს მაგრამ არის – საქართველო. ზედმიწევნით დუხჭირი ქვეყანა.

ნუთუ ვინმე ფიქრობს რომ დღეში 16-17 (ხან უფრო მეტი) საათი მუშაობა ან გიდს ან მძღოლს სურს და სიამოვნებით აკეთებს ამას?ცხადია არა.

გზაზე მომხდარი ტრაგედიების 90% მეტი სწორედ ე.წ. შიდა ტურების დროს ხდება.

რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ღარიბი მოსახლეობა დაბალი გადახდის უნარით არის “დაჯილდოებული”. ამის შედეგია 40 ლარიანი ტურების ასეთი პოპულარულობა.

ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მე არ ვამბობ, რომ სტანდარტები არ უნდა დავიცვათ, პირიქით, ხმალამოღებული ვიბრძვი ამისთვის! უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რატომაც უწევს მძღოლს 16 საათი საჭესთან ყოფნა. ოჯახი, შვილები, კომუნალურები, ბანკის ვალი და ამ ყველაფერს წელს დამატებული რვა თვიანი სრული უმუშევრობა!

შიმშილის და ვალების შიშმა მოახდინა ეს უსაშინლესი ტრაგედია!

მე თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, წარმოდგენაც კი მზარავს რა ხდება მათ გულში და გონებაში.

მე სამძიმარს ვუცხადებ ჩემი კოლეგის ოჯახს რომელიც 17 საათი მხიარული უნდა იყოს, არ გაჩუმდეს, არ დაიღალოს, ყურადღება არ გაეფანტოს და ეს ყველაფერი იმ ორ შაურად, რომელიც მის ოჯახს გამოკვებავს.

მე სულით და გულით ვწყევლი ყველას, ვისაც ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის გაუბედურებაში წილი მიუძღვის!”

თეგები: ალექსანდრე პაიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved