• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანური რაკეტები ისრაელის თავზე – რა უწინასწარმეტყველა ისრაელმა ირანს და რა დაპირება გასცა ამერიკამ

ალია ავტორი - ალია
22:13 10-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,759
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანული რაკეტები ისრაელის თავზე – თელ-ავივისა და სხვა დიდი ებრაული ქალაქების ცა ირანული რაკეტების კვალმა დაფარა. დახურულია ისრაელის საჰაერო სივრცეც.
ასეთივე სიტუაციაა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, პალესტინის ადმინისტრაციის მიმართულებაზე, სადაც ებრაული ახალშენები მდებარეობს. მუშაობს ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
ირანმა ტალღებად გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. ისრაელის საჰაერო სივრცეში აფეთქებების ხმა ისმის. ამასობაში იორდანიამ საჰაერო სივრცე დახურა, ისევე როგორც ერაყმა და სირიამ.
ირანი ცდილობს ძალის დემონსტრირება ანახოს ისრაელს, აშშ-სა და თავის მოკავშირეებს და ამით შეინარჩუნოს სახე. მიუხედავად იმისა, რომ ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობს, ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ძალიან რთულია, რადგან ის ატმოსფეროს მაღალი სიმაღლიდან მოწყვეტით ეცემა სამიზნეს.
ეს ყველაფერი კი არამხოლოდ ლიბანში ბაზირებულ ირანის მოკავშირე ჰეზბოლას ხელმძღვანელობის განადგურებას, არამედ იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ რამდენიმე საათის წინ ისრაელის პრემიერმა ირანის რეჟიმის დამხობა იწინასწარმეტყველა, იმაზე მალე ვიდრე ამას მსოფლიო მოელისო. თან ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მოუწოდა წინააღმდეგობა გაეწიათ ირანული რელიგიური დიქტატურისათვის.
აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის ისრაელის გვერდითაა და ირანული რაკეტების განეიტრალების ბრძანება გასცა.
საინტერესოა იქნება თუ არა ისრაელის პასუხი ამ ყოველივეზე. და სად? და რა გვარი? ისრაელს კარგად ესმის, რომ ახლა ომი, ირიბად და გრძელვადიანად არამხოლოდ ჰეზბოლას ან ჰამასის, არამედ ირანის წინააღმდეგაც მიმდინარეობს, უბრალოდ მესამე ძალების მეშვეობით. მაგრამ ისრაელისათვის ნათელია, რომ ირანთან პირდაპირი ომი ძალიან ძვირი და რთული იქნება. თუმცა ახლა კრიტიკული მომენტია. ამიტომ ვნახოთ – ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმები ირანის მოკავშირე სახელმწიფოების ტერიტორიაზე იქნება, სადაც ირანული კონტინგენტია განთავსებული, თუ უშუალოდ ირანში. ან თუ საერთოდ იქნება საპასუხო ქმედებები. ეს ყველაფერი ისრაელის წინააღმდეგ მიყენებულ ზარალზე და ებრაულ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი და შეიძლება ითქვას გარდაუვალიც კი იყო, რადგან ჰამასის ლიდერის მკვლელობაზე სრულმა უმოქმედობამ თეირანის პოზიციები ძალიან შეარყია ახლა კი ამ რაკეტების სროლით ირანი პოზიციების აღდგენას ცდილობს.

“ისრაელს ეს აქვს გადაწყვეტილი…” – ვინ იგლოვა და ვინ იზეიმა ნასრალას მკვლელობა? – გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved