• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

ალია ავტორი - ალია
14:16 02-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ და თიბისი კონცეპტის გალერეა გიწვევთ გამოფენაზე „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“. გამოფენა ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა, გასულ წელს „უბნის“ ორგანიზებით და იტალიელი არქიტექტორის და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის დროს შექმნილ, ხელნაკეთ ნამუშევრებს – თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი – ნინო ხარატიშვილის წიგნის L‘Ottava Vita (per Brilka)-ს ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას – ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება.

ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბანი“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ, სადაც ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ.

რენატო რიცი იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრია. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო.

გამოფენის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო საქართველოში, კინოს სახლი, გრავიტა, იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა.

განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს.

გამოფენის ფარგლებში 28 თებერვალს 19:00 საათზე ჩატარდება რენატო რიცის ლექცია. დასწრებისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

გამოფენის გახსნა: შაბათი, 28 თებერვალი, 17:00 საათი.

გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე (მარჯანიშვილის 7) 24 აპრილამდე უმასპინძლებს.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის გალერეა კი ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. პროექტი „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ სწორედ იმ ინიციატივებს განეკუთვნება, რომლებიც ქალაქის კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას სძენს და ახალგაზრდა პროფესიონალებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved