• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისრაელს ეს აქვს გადაწყვეტილი…” – ვინ იგლოვა და ვინ იზეიმა ნასრალას მკვლელობა? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:26 09-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,354
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში “ჰეზბოლას” მთელი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა გაანადგურა. გუშინდელი საჰაერო იერიში ჰეზბოლას მეთაურების თითქმის სრული განეიტრალებით დასრულდა. მანამდე კი პეიჯერების აფეთქებითა და დამიზნებითი მკვლელობებით საშუალო და ქვედა რგოლი გამოეთიშა პროცესს.
ნასრალას ჰეზბოლას ხელმძღვანელი 1992 წლიდან ხდება, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი, აბას ალ მუსავი საავიაციო დარტყმით მოკლეს. მაგრამ ნასრალას წონა და და გავლენები განსაკუთრებით დიდი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2000 წელს ისრაელმა სამხრეთ ლიბანი დატოვა (1985 წლიდან ჰქონდა დაკავებული), ხოლო 2006 წელს ჰეზბოლას სრული დამარცხება ისრაელმა ვერ შეძლო. ნასრალამ ჰეზბოლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტერორისტულ ორგანიზაციად აქცია, სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის კონტროლი მოიპოვა და ირანის თანხმობით შექმნა სამხედრო პლაცდარმები სირიაში, ერაყსა და იემენში. პრაქტიკულად ჰეზბოლა იქცა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევ ძალად, ვიდრე თავად ლიბანის არმია იყო. სწორედ ჰეზბოლას დახმარებით გადარჩა სირიის დიქტატორი ბაშარ ალ ასადი დამხობას. ჯერ კიდევ რუსეთის ჩარევამდე.
ნასრალა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საინფორმაციო და მედია კამპანიას და თავის ირგვლივ ქარიზმის შექმნას. მან ეს ყველაფერი წლების განმავლობაში წარმატებით შეძლო. ლიბანში პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰეზბოლას მიერ იყო კონტროლირებადი.
ნასრალამ ჰეზბოლას ლეგიტიმაცია მოახერხა ლიბანში. მისმა გავლენებმა ლიბანის პოლიტიკის ყოველდღიურ წარმართვაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. პრაქტიკულად მთავრობის წარმომადგენლების არჩევა ჰეზბოლას თანხმობის გარეშე ვერ ხერხდებოდა.
ჰეზბოლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პირდაპირ ანადგურებდა. 2005 წელს მათ ქვეყნის ყოფილი პრემიერიც კი მოკლეს. ჰეზბოლას მანამდე განხორციელებული აქვს ფრანგულ და ამერიკულ ბაზებზე ტერორისტული თავდასხმა, აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა, ბუენოს აიერესში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა, ბულგარეთში, ბურგასის აეროპორტზე თავდასხმა და სხვა დანაშაულები, მათ შორის ათობით ადამიანის გატაცება, მკვლელობა, იარაღით ვაჭრობა და სხვა.
ერთი წლის განმავლობაში 11 ათასი რაკეტა და დრონი ისროლა ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანიდან. ამ ფონზე ისრაელის მხრიდან ნასრალას როგორც უნარიანი ლიდერისა და მისი საკომუნიკაციო ქსელის განადგურება ჰეზბოლას ბრძოლისუნარიანობას კრიტიკულად ამცირებს.
ისრაელს გადაწყვეტილი აქვს მისი ორი მთავარი მეტოქე,
1. ჰამასი მაქსიმალურად გაანეიტრალოს და როგორც საფრთხე გრძელვადიანად გააქროს;
2. ჰეზბოლა ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდე დაუქვეითოს და სამხრეთ ლიბანში საცეცხლე პოზიციები გაუნადგუროს.
ჰეზბოლა ირანის მთავარი დასაყრდენი ძალაა რეგიონში. ირანსა და ლიბანის შიიტურ ნაწილში გლოვაა გამოცხადებული. მაგრამ ნასრალას მკლელობა სირიის სუნიტურ ნაწილში ზეიმით აღნიშნეს. ასევე ფარულად იზეიმა მოსახლეობის ნაწილმა ირანშიც. თუმცა ოფიციალური თეირანი კვლავ იმუქრება შურისძიებით, მაგრამ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე პასუხგაუცემლობამ თეირანის გავლენები შეამცირა.
ახლა არაა გამორიცხული ისრაელმა ჰეზბოლას სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიური საავიაციო კამპანია წამოიწყოს, სანამ რაიმე მოლაპარაკებაზე იქნება საუბარი. ეს ყველაფერი იმ ფონზე უფრო რეალისტურია, რომ ახლა ჰეზბოლას შიგნით ქაოსი და გაურკვევლობაა, საკომუნიკაციო ქსელი კი დაქვეითებული. არც სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ჩანს გამორიცხული. ეს მაშინ განხორციელდება თუკი ჰეზბოლას საცეცხლე წერტილების განადგურება და მისი ბრძოლისუნარიანობის მაქსიმალური დაქვეითება საავიაციო დარტყმებით ვერ მოხერხდა. მაგრამ ისრაელის მიზანი ჰეზბოლას იძულებაა შეწყვიტოს ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი, ხოლო გრძელვადიანად, გამოეთიშოს ისრაელის წინააღმდეგ შემდგომ საბრძოლო მოქმედებებს. ისრაელი ფიქრობს რომ ამ ყველაფრის მიღწევა ან ინტენსიური დაბომბვის კამპანიით მიღწევა ან სახმელეთო ოპერაციითა და ჰეზბოლას ფაქტობრივი განადგურებით / კაპიტულაციით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved