ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“მოვუწოდებთ აშშ-ს, არ ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში!.. ამ მესიჯს აწვებიან და არც თუ ფრთხილად!
მე ველი, რომ “ოცნება” მაინც გასკდება!.. (გვიანი კია, მაგრამ, მაინც) და შედარებით შორსმჭვრეტელები, ნელნელა აი… აიბარგებიან და, პოლიტიკას კი არ შერჩებიან მაინც და მაინც, არამედ, ბიზნესში, სახლში, უცხოეთში თუ აკადემიურ სივრცეში გადაინაცვლებენ.
ამ “გასკდომის” ინდიკატორი, შესაძლოა, გახდეს თვით შარლ მიშელი (მე კი არ მჯერა, მაგრამ, მაინც) – გააჩნია, რა ხარისხის მკაცრ განცხადებას გააკეთებს ის ამ დღეებში.
მაგრამ, უფრო რეალისტურია არა კონგრესმენ-სენატორთა, არამედ, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ტონის გამკაცრება და, “დაჟე” სანქციები, რომლებიც, ჭკუაზე ვერ მოიყვანს მაგალითად ღარიბაშვილს, მაგრამ, ვინმეს “ოცნებიდან” უთუოდ დააფიქრებს და ჩასაძირი გემიდან ააბარგებს.
უნდა ვიცოდეთ, რომ, ფორმალურ ხელისუფლებას აშშ სანქციებს განა ვერ, არამედ, არ! დაუწესებს ამ ეტაპზე, თუმცა, გარემოცვა!!! გარემოცვაზე იერიშიც კი იქნება “ოცნების” დანგრევის საფუძველი.
კვანძის გახსნა ალბათ არ მოხდება მომავალ კვირაში, თუმცა, თუ სუნი იგრძნო (და იგრძნობს), ივანიშვილი იოლად შეელევა ღარიბაშვილს – ერთი ბარტყი გადმომიგდეს პრინციპით.
აგრეთვე, გომელაურს და სხვებს.
ამით დასავლეთს დროებით ჩააცხრობს და საპროტესტო ტალღის აზვირთებას გადადებს.
ეს გუნდსაც გადაარჩენს… დროებით.
იმ კვირას არ გასცდება ღარიბაშვილის წასვლა! ოღონდ, მეორე სცენარია ესეც:
იმ კვირაშივე ძალით ჩაკლან პროტესტი… დახურონ ტელევიზიები; დაიჭირონ აქტივისტები და დაამყარონ კარიკატურული დიქტატურა. 0.000001 % -ია ამის შანსი. გიჟები არ არიან… მგონი. მიუხედავად ბრექისა.
იძულებული ვარ, ამ ტერმინებით ვისაუბრო.
დეგნანი სპროსს ითხოვს! სპროსს!..
სტრელკაზე რომ მოვა, ვოლსკი გაუშვით, პლეხანოვსკი მაგან იცის…”
კომენტარები