მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როდესაც ხალხი ითხოვს მუშაობას.
როდესაც ხალხი ითხოვს სწავლას.
როდესაც ყველა ხვდება, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
როდესაც ყველა აანალიზებს ე.წ. რისკებს და ყველაფერს კარგად ხედავს.
როდესაც ვიღაც გვარწმუნებს, რომ უმუშევრობა და უსწავლელობა “კარგია”.
როდესაც, სახელმწიფო სექტორი მუშაობს და კერძო არა.
როდესაც ყველა ხვდება რომ უბრალოდ იტყუები და ეს თვეები გრძელდება.
რა გამოდის?
გამოდის რომ ებრძვი კერძო სექტორს. ებრძვი ადამიანის ძირითად უფლებას – არჩევანის თავისუფლება. ებრძვი თავისუფლებას.
და ასევე გამოდის, რომ ძალის საშუალებით ცდილობ იმის დამტკიცებას რომ მართალი ხარ.
მაგას კიდე ქვია – დიქტატურა.”
კომენტარები