შემზარავი ავარია მოხდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 87 წლის ქალი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ მუკუზანში. შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მას ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორემ გადაუარა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები