პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მონახულების უფლება არ მისცა, რადგან საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს ხედავს.
“პენიტენციურ დაწესებულებში შესვლა და მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.
სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან და ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული, როდესაც არის უფლებებთან დაკავშირებით, ან სხვა მხრივ ინტერესი მონახულების.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯარო არის და არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება უფლებრივი მხრივ აქ ჩარევის, ან მონახულების და ასე შემდეგ. მეორე მხრივ მე ვხედავ საფრთხეს პოლიტიზირების ამ საკითხის”.
შალვა პაპუაშვილს არ უთქვამს, ხედავდა თუ არა პოლიტიზირების საფრთხეს, როცა ირაკლი კობახიძე და ოცნების სხვა ლიდერები აკეთებდნენ ლაზარე გრიგორიადისზე განცხადებებს.
პაპუაშვილმა მე და ანა ნაცვლიშვილის გრიგორიადისის მონახულებაზე უარი გვითხრა – ანი წითლიძე
კომენტარები