• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გპირდები, ბიძინა, ჩვენ მოგიწყობთ გადატრიალებას, ტყლაპივით ამოტრიალდები და დაენარცხები” – ირაკლი კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
18:20 12-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,947

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, ტვ პირველთან, ამბობს:

ვიწყებთ კამპანიას, გააბრაზე ბიძინა, გადარიე ბიძინა, გააბრაზე პოლიტვაჭარი და მოაწყვე ტაფაზეც და ტაფის გარეთაც გადატრიალება ხელოვნების საშუალებით.

გპირდები, ბიძინა, ჩვენ მოგიწყობთ ამ გადატრიალებას ხელოვნების საშუალებით, თეაც (წულუკიანი) და სხვებიც, თუ მის რობოტებად დარჩებიან, გადაყვებიან ისინიც. 

დიახაც, ხელოვნებით გადატრიალებას მოგიწყობთ. ახალგაზრდები არიან ძალიან მაგრები, მაგარი ახალგაზრდობა მოდის, რომელიც ვერ იტანს შენნაირ ბურჟუებს, მევახშეებს, ბიძინა.

მარინა ხატიაშვილის სახლს არათუ დავიცავთ… სირცხვილია, თეა, რომ მარინა ხატიაშვილის სახლს არ იცავ და ხმას არ იღებ ლაჩრულად. როცა 2011 წელში იდექი და ვაი, ვაი, უგულავამ გამოგასახლა, უგულავა თუ ბურჟუაა, შენც ბურჟუა ხარ, მარინა ხატიაშვილის საქმეზე, უგულავაზე არანაკლებ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ შენი აღმასრულებლები მოდიან ხერხით და ბავშვი კინაღამ გადახერხეს ქონების გულისთვის. ეს არის თქვენი მუღამი – თქვენი პრინციპები არის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხერხით, რომლითაც ბავშვებს ხერხავს…

ჩემო ბიძინა, მაგრად მიქარე, ამოგატრიალებთ, ტყუილად გაქვს იმედი… უკვდავება მხოლოდ სულიერია და სულიერი უკვდავება ხელოვნებაშია, უნდა იცოდე ეს. რა მოგიღებს იცი ბოლოს? – ხელოვნების ბახტრიონი, შენ რეჟიმს, თორემ, ფიზიკურად შენი მოკვლა არავის უნდა, არავის უნდა იარაღიანი აჯანყების მოწყობა.

შენ გინდა უნიჭობა ამ ქვეყანაში, რობოტები, მსახურები, მონები, ქართელი ერი არასოდეს ყოფილა და არასდროს იქნება მონა და მსახური, ამოტრიალდები, გადატრიალდები და დაენარცხები, ილოცე, მოემზადე, შენით რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, ჯობია. 

დიდი ხანია ეს კამპანია იგეგმება, უკვე ამოვიდა ხელში ვაჭრუკანების, მევახშების რესპუბლიკა, 350 000 ოჯახია ან გასახლებული, ან გასახლების პირას.

ბევრი ხელოვანია საქართველოში, საქართველო სავსეა გენიოსებით, არავის დავასახელებ კონკრეტულად, წინასწარ ვეუბნები პოლიციასაც – მოემზადეთ. 

ეს თქვენი ვაჭარი ბიძინა ტყლაპივით ამოტრიალდება და დაენარცხება, ხელოვნების ყიდვა შეუძლებელია, ბიძინა, რაც არ უნდა ფული მისცე, ვერ იყიდი., თუ არ გინდა ვაჭრუკანად შეხვიდე ისტორიაში, დაანებე თავი ქართველ ხალხს, ქართველ ხელოვანებს და წადი, ბიძიკო, შენ! არავის არ უნდა ომი აქ, ჩვენ გვინდა შემოქმედება. 

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved