ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში – პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი ევროპარლამენტარი.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
კომენტარები