• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
13:22 06-18-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

თიბისი მისი გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის „საუკეთესო სტრატეგიის” კატეგორიის გამარჯვებული გახდა კონკურსზე „ბალანსი ბიზნეს საქმიანობაში 2026, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD Alumni ყოველწლიურად ატარებს.

აღნიშნული ჯილდო ენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გენდერული ბალანსის, მრავალფეროვნებისა და ლიდერობის საკითხებს სისტემურად აერთიანებენ კორპორაციულ სტრატეგიაში და უზრუნველყოფენ მათ პრაქტიკულ განხორციელებას ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე.

ჯილდოს მიზანია, წარმოაჩინოს საუკეთესო პრაქტიკები ორგანიზაციებში, სადაც თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხები განიხილება როგორც ბიზნესის განვითარების და ეფექტური მართვის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით პროგრესი ეფუძნება მონაცემებს, ანგარიშვალდებულებასა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას.

„საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ESG სტრატეგია დეტალურად განსაზღვრავს ყველა საკითხსა და პრიორიტეტს, რომელზეც ბანკი მუშაობს მდგრადობის მიმართულებით. სტრატეგია გამყარებულია სხვადასხვა პოლიტიკითა და პროცედურებით, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა პოლიტიკა და თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პოლიტიკა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. გვჯერა, რომ ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მრავალფეროვანი გუნდები ქმნიან.“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

კონკურსი „ბალანსი ბიზნესსაქმიანობაში“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD-ის კურსდამთავრებულთა ინიციატივას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ბიზნესში გენდერული ბალანსისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ორგანიზაციებს შორის.

დაჯილდოება ყოველწლიურად აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ლიდერები არიან გენდერული ბალანსის მიმართულებით და აფასებს მათ პროგრესს, სტრატეგიულ მიდგომებსა და შედეგებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved