• რეკლამა
  • კონტაქტი
06:18, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიბრძანებ, ბიძინა ივანიშვილო, დათმე ძალაუფლება და წადი მშობლიურ რუსეთში!” – ავთო იმნაძე

ალია ავტორი - ალია
20:39 12-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43,636

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ავთო იმნაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

მე, ავთანდილ იმნაძე, 84 წლის, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ზურაბ ჭავჭავაძის და სხვა აწ გარდაცვლილ ეროვნულ მოღვაწეთა თანამოაზრე და თანამებრძოლი, დისიდენტი, საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი (1978-1983 წლები), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის (უზენაესი საბჭო) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი, ვაცხადებ:

დღეს ჩემი სამშობლო უკიდურეს განსაცდელშია. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა ბანდამ რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინა: პირველი, არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით მიიტაცა ძალაუფლება და გამოაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან ურთიერთობას, რითაც ჩაიდინა მეორე დანაშაული, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია (78-ე მუხლი) და მეორედ დააყენა თავი არალეგიტიმურ (არაკანონიერ) მდგომარეობაში. ქართველი ხალხი და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ამ ფაქტმა აღაშფოთა და ქუჩაში გამოიყვანა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად. კრიმინალურმა ბანდამ საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილი ომი გამოუცხადა. პირველივე საღამოს (28-დან 29 ნოემბერი) დაუნდობელი სისასტიკით დაარბია მიტინგი და დააპატიმრა 70-მდე ადამიანი. აქედან 90-95% დაკავების შემდეგ ისე გალახა, რომ თბილისის კლინიკები ვერ იტევდა დასისხლიანებულ მომიტინგეებს და ისინი ახლომახლო რეგიონების კლინიკებში გადაჰყავდათ სასწრაფოებს. ასე გაგრძელდა მეორე, მესამე და შემდეგ დღეებში. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ჟურნალისტებს, ექიმებსა და მსახიობებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქართული ოცნების პირველი პირების (ბ. ივანიშვილი, ი.კობახიძე, მ. მდინარაძე და სხვები) ბრძანებით კიდევ ბევრი დანაშაული ჩაიდინა, რისი კონკრეტულად აქ მოყვანა შეუძლებელია, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებით ისედაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თავი დააყენა ყოველგვარი კანონის მიღმა. თანაც მდგომარეობა ისეთია, როცა ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, ხელისუფლება კანონიერი გზით შეცვალოს; თუმცა აჯანყება, რევოლუცია, რისი უფლებაც, ხელისუფლების მიტაცების შემთხვევაში, ხალხს აქვს, პირადად მე, ისევე, როგორც ბევრ სხვას კატეგორიულად არ გვინდა, რადგან თითოეული ადამიანის დაღვრილი სისხლი ჩემთვის და ჩემი სამშობლოსთვისაც უკიდურესად ტრაგიკულია.

ამიტომ მე, ავთანდილ იმნაძე, მოვუწოდებ საქართველოს თვითმარქვია „ხელისუფლებას“, „ხელისუფლებას“ რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ტერორისტულმა ბანდამ, ხუნტამ, თავი გამოაცხადოს არაკანონიერად და დათმოს ძალაუფლება. 

ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩემი გაგებით საკმაოდ კომპეტენტურები არიან, ასევე, ჩემი აზრით, მაღალინტელექტუალურ და განათლებულ არასამთავრობო სექტორს, მინდა ერთი შენიშვნა მივცე – რატომ აცხადებენ, რომ დღეს მიმდინარე აქციებს აქვს ერთადერთი მოთხოვნა – ჩატარდეს ახალი არჩევნები? არა, მეგობრებო, ერთადერთი და კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, რომ დღევანდელი არალეგიტიმური და ბოროტმოქმედებაში მხილებული ხელისუფლება, ხუნტა, უნდა წავიდეს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულიც გათავისუფლდება და არჩევნებიც, ბუნებრივია, ჩატარდება, ჩატარდება ე.წ. „ქართული ოცნების“ გარეშე.

ვიღაც მეტყვის, რატომ არღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას?! სასამართლოს ხომ არ დაუდგენია მათი დანაშაული?! ვუპასუხებ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც დაფუძნების დღიდან საქმიანი და მაღალი დონის ორგანიზაციაა, სარჩელი შეიტანა ჰააგის სასამართლოში, სადაც, იოტისოდენად არ მეპარება ეჭვი, რომ ამ ბანდიტებს სათანადო ვერდიქტს გამოუტანენ.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ… არა, კი არ მოვუწოდებ, ვუბრძანებ! (ბოლოსდაბოლოს მე მაქვს ამის უფლება) ვუბრძანებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ზურაბ ჭავჭავაძის, ლუიზა შაკიაშვილის, ზურაბ ცინცაძის და სხვათა სახელით (მაპატიონ მათმა სულებმა, ვინც ვერ გავიხსენე), ვუბრძანებ რუსეთთან ომში დაღუპული ყველა გმირის სახელით, ჩვიდმეტი წლის შინდისელი გმირის სახელით, ე.წ. თბილისის სამოქალაქო ომში (სინამდვილეში, რუსეთთან ომში) დაღუპულთა სახელით, აფხაზეთში, რუსეთთან ომში დაღუპულ გმირთა სახელით, ჟიული შარტავას, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, იმ „უსახელო უფლისციხელების“ სახელით, რომლებიც დაეცნენ რუსეთთან უთანასწორო ომში და რომელთა სახელები არავის ახსოვს მათი ახლობლების გარდა, ვუბრძანებ! ვუბრძანებ! ბიძინა (ბორის) ივანიშვილს (ივანოვს), დათმოს ძალაუფლება და წავიდეს მშობლიურ რუსეთში! შევახსენებ მისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის მაგალითს. ამ ადამიანმა ბევრი ზიანი მოუტანა საქართველოს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში არ დაღვარა სისხლი და მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება. ამიტომ ქართველმა ერთმა, ზოგმა ცნობიერად, ზოგმა ქვეცნობიერად მოუტევა ის ნეგატიური, რაც მას ჰქონდა ჩადენილი. ამიტომაც მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები ბედნიერად გაატარა კრწანისის რეზიდენციაში. რა რა და უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჭკვიანი ადამიანი იყო. აბა, შენ თუ გეყოფა ჭკუა, “ბორინკა”?” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved