• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილის წარდგენა იმას ნიშნავს, რომ “ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:08 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პარტია „მოქალაქეების ლიდერმა“ ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დაასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გათვალისწინებდა. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის „ნაციონალების“ ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნა ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოიტანა და განაგრძობენ, ჯიუტად, იმ უგნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს. ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დამშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. არ ვიცი, შეთანხმების საგანი რა იქნება, მაგრამ ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის. ვხედავთ იმას, რომ კუნთების თამაში, ესკალაცია გაგრძელდება. გაგრძელდება ის, რომ ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და ამ დროს ღატაკი და გასაცოდავებული ქვეყანა იქნება გვერდზე მიგდებული. ყველანი ვაქცინაციაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, რა ელოდება ტურიზმის სფეროს, ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხომ წარმოგიდგენიათ, ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე ჩამოკიდონ. იქედან სააკაშვილი ლამის ტელევიზორში გამოძვრეს, უკვე ხელები ეფხანება, უკვე გეგმები აქვს აწყობილი თავისი რევანშის და აქეთ არის ღარიბაშვილი. ქვეყანას კატასტროფისკენ მივაქანებთ. ქვეყანას უნდა დამშვიდება და მოლაპარაკება. ეს ოხერი მეხუთე რაუნდი აქამდე რომ გამართულიყო, სჭირდებოდა ქვეყანას და არა აქედან და იქედან მუშტების ბრახუნი. მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო „ოცნებაში”, ის დააბრუნეს პრემეირად. ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთც, თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი, თორე, არც სააკაშვილის და არც „ოცნების” ბედი არ მადარდებს. არ ჩანს, რომ რომელმე მხრიდან ვინმე ქვეყანაზე ფიქრობდეს“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved