• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაზის შესხმის შემდეგ,  რომ არა ფრანგი ექიმების წარმოუდგენელი მონდომება, საერთოდ ვერ შევინარჩუნებდი თვალს” – გიორგი კუხალეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:24 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

გიორგი კუხალეიშვილი, სოციალურ ქაელში, წერს:

თბილისის ნოემბრის აქციებზე იდგა მთელი საქართველო – თავისი შვილებით, თავისი ღირსებით, თავისი მომავალით
და მე იმ ადამიანებს შორის ვიყავი, ვინც ყოველ საღამოს, მინიმუმ სამჯერ ვიწამლებოდით იმ ქიმიური გაზებით, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ აკრძალა,
მაგრამ ჩვენ “ხალხად” არ გვთვლის ამ ქვეყნის ე.წ მმართველი ძალა და ყველა გზა დასაშვებია მისთვის შედეგის მისაღწევად
ეს იყო ნელი, უხილავი, საშინელი შხამი, რომელიც ჩვენზე გამოსცადეს.
ამ ყველაფერს არც ჩემ შემთხვევაში ჩაუვლია უმტკივნეულოდ!
იმ დღიდან – დღემდე,რაც გაზი პირდაპირ სახეში შემასხეს, მაწუხებს ტკივილი თვალების.
იანვარში საერთოდ დამეკარგა მხედველობა მარცხენა თვალში – სისხლით ამევსო მთელი თვალი,
რომ არა ფრანგი ექიმების წარმოუდგენელი მონდომება, დღეს ალბათ საერთოდ ვერ შევინარჩუნებდი თვალს.
პროფესორმა მითხრა:
„სრულად არასოდეს აღდგება მხედველობა“.
და მადლობა ღმერთს, რომ უარესი არ მოხდა… მაგრამ კითხვა მიტრიალებს გონებაში:

რას აკეთებს ის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, არ ჰყავდა ფრანგი ექიმები, არ შეეძლო მკურნალობა?
ვინმემ მოიკითხა?
ვინმემ ჰკითხა: „როგორ ხარ? სამედიცინო დახმარება გჭირდება?“
რამდენ ადამიანს დარჩა უკურნებელი ტკივილი?
რამდენს დაუზიანდა თვალები, ფილტვები, ნერვები?

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელის მოღერება არავის შერჩენია მსოფლიო ისტორიაში.
ვინც საკუთარი ახალგაზრდების, ქართველი გოგო-ბიჭების ჯანმრთელობას სწირავდნენ, ისინი ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას.
ვერც დროს, ვერც ისტორიას, ვერც ადამიანებს გაექცევიან.

ეს მწამს ყველაზე მეტად:
სიმართლეს ყოველთვის აქვს დაბრუნების გზა.
და ეს გზა უკვე დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved