• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაუგებარია, რატომ აქვს ნათია ჯანაშიას ლონდონის სასამართლოს იმედი” – გიორგი ცუცქირიძე

ალია ავტორი - ალია
13:14 08-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

„სულ ახლახანს, ლონდონის სასამართლოს პირველ მისამზადებელ სხდომაზე განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რის საფუძველზე რჩება ნათია ჯანაშიას ბრიტანულ იურისდიქციაში წარმატების იმედი. მისი ბრიტანული მიმართულება, პრაქტიკულად ჩავარდა”, – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ბოლო პერიოდში, აქტიურად აკვირდება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო არსებული დავის მიმდინარეობას და მასთან დაკავშირებით, პერიოდულად, საკუთარ ხედვებს უზიარებს საზოგადოებას.

ანალიტიკოსის თქმით, ის რომ ნათია ჯანაშიას არ დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შემდგომში უნდა ემსჯელა ინვესტორისა და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო ზეგავლენებზე სასამართლო სისტემასთან მიმართებით, მისი გამოუსწორებელი პროცესუალური მარცხია, რომელიც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო.

“სამაგიეროდ, როგორც ცნობილია, სასამართლომ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას მხოლოდ ერთი შუამდგომლობა – ქართველი ექსპერტის დაკითხვა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ის, რაც სარჩელში უწერიათ. კერძოდ კი, ამ ექსპერტმა ბრიტანული სასამართლოს წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ ნათია ჯანაშიასთვის არ არსებობს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა, რომ საქართველოს მთელი სახელმწიფო და სასამართლო სისტემა სრულად კორუმპირებულია და რომ სწორედ ამიტომ არის ნათია ჯანაშიასთვის ბრიტანული მართლმსაჯულება ერთადერთი ნუგეში…  

რეალურად კი, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფონზე, ნათელი გახდა, რომ ბრიტანულმა სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა ბიზნეს–ასპექტები. ეს კი ნათია ჯანაშიას პოზიციებს, პრაქტიკულად, სრულიად უსაფუძვლოს ხდის”, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ზოგადად, ინგლისის სასამართლო ორიენტირებულია წმინდა კომერციულ, სახელშეკრულებო და კორპორაციულ სამართალზე. “შესაბამისად, კომერციული დავის პოლიტიკურ მანიფესტად გარდაქმნის მცდელობა, ბრიტანელი მოსამართლეების მიერ აღქმული იქნება, როგორც მყარი სამართლებრივი მტკიცებულებების არარსებობა და ეს დიდი ალბათობით, სარჩელის დაუშვებლად ცნობის პირდაპირი საფუძველი გახდება.

“ამ ყველაფრის ფონზე, მიმაჩნია, რომ ნათია ჯანაშიას სარჩელს ლონდონის სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს. იგი, სავარაუდოდ, დაუშვებლად იქნება ცნობილი იურისდიქციული საფუძვლით, ხოლო არსებით განხილვაში შესვლის შემთხვევაშიც კი, წაგებისთვის არის განწირული, ვინაიდან ეყრდნობა ხელოვნურად პოლიტიზებულ ნარატივს, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და პროცესუალურ მანიპულაციებს, რასაც მაღალი სტანდარტის ბრიტანული მართლმსაჯულება არ გაიზიარებს”, – დასძენს ცუცქირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved