• რეკლამა
  • კონტაქტი
16:20, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

ალია ავტორი - ალია
12:55 08-05-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

“ქოლგა ვერ დაგიცავს” – ამ სიტყვებით შარშან ზაფხულში PSP-მ გვასწავლა, რომ მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, თუ ქოლგის ქვეშ ვიმყოფებით. მეტი სიცხადისთვის კი კამპანიის მთავარ სახედ შეზლონგის და ქოლგების გამქირავებლები აქცია. მათი ხელითვე დაარიგა 4600 მილი ლიტრი მზისგან დამცავი საჩუქრად.

PSP-ს მიზანია, მოსახლეობამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რომ “უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”.

თუ შარშან ბრენდმა გავრცელებულ მითებს სანაპიროზე გამოუცხადა ბრძოლა, წელს ტერიტორია გააფართოვა და გზავნილს ავრცელებს ყველგან, სადაც მზეა. აღმოჩნდა, რომ “მზეს ვერ დაემალები” და ულტრაიისფერმა მავნე გამოსხივებამ შეიძლება მოგვაგნოს ჩრდილშიც, შენობაშიც, მანქანაშიც, ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყველგან.

ამ მისიით ბრენდმა თავად “მზე” აალაპარაკა, კამპანიის სახე, რომელიც ქუჩებში, პარკებში, სკვერებში დადის და ჩრდილში მყოფ ადამიანებსაც კი არ აძლევს მოსვენებას, შეახსენებს, რომ მას ვერსად დაემალები, თუ მზისგან დამცავი არ გისვია.

ამის პარალელურად, PSP დაუპარტნიორდა გალფს და ბენზინგასამართ სადგურებზე პირველი SPF Drive შექმნა, ადგილი, სადაც მძღოლებს საწვავის ჩასხმასთან ერთად, შეუძლიათ მზისგან დამცავით დაიმუშავონ ხელები, განსაკუთრებით მარცხენა ხელი, რომელიც ყველაზე ხშირადაა ე.წ. “მძღოლის რუჯის” მსხვერპლი.

“ზაფხული მხიარულების, დასვენების, მზის სეზონია და რატომღაც ძალიან მარტივად ვიჯერებთ მითებს, რომელსაც რეალურად ჩვენი კანისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მომხმარებელმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს და იცოდეს, რომ რეალურად “უსაფრთხო რუჯი” არ არსებობს. არადა ეს ფრაზა ხშირად რეკლამებიდანაც კი გვესმის. ვეცადეთ კამპანიისთვის ლაღი და მსუბუქი განწყობა შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გზავნილიც მიგვეტანა საზოგადოებამდე.” – აცხადებს PSP -ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე.

კამპანიაზე უკვე ტრადიციულად, PSP-ს პარტნიორმა შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved