სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
“გახარიას წარდგენილი ხალხიდან სამზე შოკი მივიღე! ცაგერში და ახალციხეში საკმაოდ ძლიერი კანდიდატები დააყენა!
ახალციხის მერობის კანდიდატი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა რომ გიორგი იქ დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად! ახალგაზრდა, განათლებული, დიდი სამეგობროს მქონე ბიჭია, რომელიც ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს მმართველი გუნდის კანდიდატს!
პარტიულობის იქეთ, ეს ბიჭი ჩემი მეგობარია და ვუსურვებ მას ძალიან ბევრ წარმატებას ახალ გზაზე რომელიც აირჩია! ჩემთვის მეგობრობა და პოლიტიკა ერთმანეთთან არ არის კავშირში, თუმცა გიორგისნაირი ახალგაზრდები ოცნებას რომ დაეფასებინა ცუდი არ იქნებოდა!”
კომენტარები