“თავისუფლების მოედნის” წევრი, გიორგი შაიშმელაშვილი:
პოლიტიკაში შესვლა, რომ გადავწყვიტე იმთავითვე ვიცოდი, რომ სარისკოსთან ერთად უმადური საქმეც იყო.
ამიტომ, მართალია, ზოგჯერ მაინც მწყინს ახლობლებისგან, მაგრამ შეგუებული ვარ იმ აზრს რომ წაგება ჩემი ბრალი იქნება, მოგება ყველასი. (დაახლოებით ფეხბურთში მწვრთნელის მდგომარეობას ჰგავს).
ამ საქმეშიც, როგორც ბიზნესში მუდამ დამკვეთია მართალი ზოგადად, მაგრამ ახლა კიდევ უფრო, რადგან ოპოზიციას სრულიად განსაკუთრებული დამკვეთი ჰყავს – რუსთაველზე მდგარი რეპრესიებ გამოვლილი სამოქალაქო გმირების სახით.
დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანები იქნებიან ცვლილების მთავარი ლოკომოტივი და მომავალში ქვეყნის მსგავსი უბედურებებისგან დაცვის გარანტიც, როგორც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
შესაბამისად, ამ ხალხთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი, მგონია როგორც მორალურად სწორი, ისე პრაგმატულდ აუცილებელი პოლიტიკოსისთვის.
რა მასშტაბის სირთულეა ეს ამბავი საილუსტრაციოდ მადიარის გამარჯვებაზე ჩემი ფბ მეგობრების ურთიერთსაწინააღმდეგო დაკვირვებებს გიზიარებთ:
გაერთიანდით – რა გაერთიანება, მადიარმა მარტომ მოიგო!
რეგიონებში იარეთ – რეგიონებში რო დადიხართ ფული საიდან გაქვთ?!
ეფექტური კამპანია – რა კამპანია არჩევნებით მოუგებთ ქოცებს?!
ზომიერი კოსერვატიულობა – კიჩია თქვენი მხრიდან ეგ ყველაფერი!
სოციალური საკითხები – რა ფასები აგიტყდათ, რუსებს ვებრძვით!
რა რუსები და გეოპოლიტიკა – ფასებზე ილაპარაკეთ!
ეს ტექსტი, არც საწუწუნოდ დამიწერია და არც არავისგან თავის შეცოდებას ვითხოვ, რადგან ამ ამბავში ვარ, კეთილი უნდა ვინებო და ჩემ მეგობრებთან ერთად სოლუშენებიც ვიპოვო.
ისიც მესმის რომ კონტექსტის მიხედვით, ეს ერთი შეხედვით ბინარული ოპოზიციები, სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთს და ყველა ატარებს თავის თავში ჭეშმარიტების მარცვალს. პოლიტიკოსის საქმეც ეგაა პირველ რიგში კონტექსტი იგრძნოს და რომ იგრძნოს პოტენციურ ფუძე მხარდამჭერთან არ უნდა დაკარგოს კავშირი.
ახლა კი თხოვნა თქვენთან:
კომენარებში დაწერეთ სამი მთავარი საკითხი და მისი გადაწყვეტა, რომელიც თქვენი აზრით რუსთაველის მიღმა მდგომ მოქალაქეს ყველაზე მეტად აღელვებს.
















კომენტარები